უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2018 15:15
font-size

საქართველოში ვაქცინები არის უფასო ყველასთვის და არის უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება იყოს მსოფლიოში - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაცია საქართველოში სრულიად უსაფრთხოა და ყველასთვის უფასოა.

„მინდა პასუხი გავცე ახალ ჭორებს. საქართველოში ვაქცინა არის უფასო არა მარტო სოციალურად დაუცველი ფენებისთვის, არამედ ყველასთვის. ეს ვაქცინები არის უმაღლესი ხარისხის, რაც კი შეიძლება იყოს მსოფლიოში. აბსოლუტური უმრავლესობა ამ ვაქცინებში არის ის, რომელიც გამოიყენება ევროკავშირის ქვეყნებში. ხარისხთან დაკავშირებით რაღაც ინსინუაციები მიუღებელია. საქართველოში დღეს რაც გამოიყენება, ვაქცინების უმეტესობა არის ერთ ან ორდოზიანი დაფასოების. 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ ყოფილა შემთხვევა, რომ აცრის შემდგომ რაიმე ინფექცია დამართნოდა ნებისმიერ აცრილს. არასდროს ქართულ პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს ამ საკითხებზე არ ჰქონიათ ორი სხვადასხვა შეხედულება. მთელი ეს წლები ისე გამოიარა საქართველომ, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გამოუყენებია ეს საკითხი, რადგან ყველას აქვს შეგნებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში იმუნიზაციის პრობლემები“,- განაცხადა იმნაძემ.

მისივე თქმით, აცრები სავალდებულო ხდება და ეს ჩანაწერი შესაბამის კანონში იქნება ასახული, თუმცა აღნიშნული ვალდებულების დარღვევა რაიმე სანქციას არ გამოიწვევს. მისივე თქმით, ჯანდაცვის კომიტეტი მუშაობს საკითხზე, რომ აცრების ჩანაწერის ნაწილში გაჩნდეს სიტყვა „სავალდებულო“.

„ის, რაც ახლა პარლამენტში განიხილება, არ მოიცავს არავითარ სანქციას. უბრალოდ, იცვლება ჩანაწერი და ვაქცინაციას დაემატება სიტყვა „ვაქცინაცია“. მეტზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. საუბარია ბავშვთა გეგმიურ აცრებზე. ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, ბევრი მშობელი ექიმთან საუბრისას ამბობს, ეს რომ სავალდებულო იყოს, ხომ იქნებოდა ეს ჩანაწერიო. ამიტომ დაიწყო ჯანდაცვის კომიტეტმა ამ საკითხზე მუშაობა და ჩანაწერის შეცვლა",- აღნიშნა იმნაძემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი