უკან

ეკონომიკა

15 ივნისი, 2017 11:45
font-size

საქართველოში ვიზიტით იაპონელი ღვინის იმპორტიორები იმყოფებიან

იაპონელი ღვინის იმპორტიორების ჯგუფი, ღვინის მაგისტრის კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. ჯგუფის შემადგენლობაშია ასევე ცნობილი იაპონელი სომელიე მოტოჰირო ოკოში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და შემდგომში იაპონელი მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. კენიჩი ოჰაში ერთი თვის წინ სტუმრობდა საქართველოს და სწორედ მაშინდელი ვიზიტის შედეგად გადაწყვიტა, რომ საქართველოში უკვე იმპორტიორების ჯგუფთან ერთად ჩამოსულიყო. სტუმრები ეწვიენ 20-მდე ღვინის კომპანიას ქართლსა და კახეთში, სადაც დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ღვინოები. იაპონელ პროფესიონალებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება კლასიკურ ღვინოებთან ერთად, ქვევრის ღვინომ მოახდინა.

როგორც იაპონელი იმპორტიორი, ტაკაკო ოსავა აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ იაპონიის ბაზარზე უხვადაა იტალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები, მსგავსი ვიზიტების შედეგად, ქართული ღვინო იაპონური ბაზრისთვის საინტერესო გახდება.

„ქართული ღვინით აღფრთოვანებული ვარ. იაპონურ ბაზარზე არის ზოგიერთი ქართული ღვინო, რომლებიც უნიკალურია და სწორედ ამიტომ მომინდა ჩამოვსულიყავი საქართველოში და მენახა რა ხდება აქ ღვინის სფეროში. აქ ღვინის დიდი მრავალფეროვნებაა, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცოდით ამ ყველაფრის შესახებ. ქართული ღვინის ხარისხი ძალიან მაღალია, ფასი კი არც ისეთი ძვირია, ხელმისაწვდომია. ჩვენ გავსინჯეთ ევროპული სტილის ქართული ღვინოები და ტრადიციული ღვინოები. იმდენი განსხვავებული კატეგორიის ღვინოა და ყველა მათგანის ხარისხი მაღალი, ფასი კი მიმზიდველია იაპონური ბაზრისა და მომხმარებლისთვის.” - განაცხადა ტაკაკო ოსავამ.

ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ შემდეგ ღვინის საწარმოები: „თბილღვინო“, „შატო მუხრანი“, „ლაგვინარი“, „გიუაანი“, „მარანული“, „ფაფრის ველი“, „კარდენახის ღვინის მარანი“, „კახური ღვინის მარანი“, „თელავის ღვინის მარანი“, „კახური“, „ორგო“, „შუხმანის ვაინს ჯორჯია“, „მეღვინეობა ხარება“, „შუმი“, „ალავერდის მონასტერი“, „ვაზიანი კომპანი“, „საწნახელი“, „შალაური“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „ბადაგონი“, „გოცას ღვინოები“, ასევე ესტუმრნენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს.

კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და იგი წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანია „Red Bridge“-ს, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55.2 %-ით შემცირდა - საქსტატი

9 დეკემბერი, 2024 , 15:18

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებ

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე