უკან
პოლიტიკა
30 ნოემბერი, 2018 15:35
საქართველოსთან მიმართებაში ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას - მარია ზახაროვა
მოსკოვის პოზიცია თბილისთან მიმართებაში არ შეიცვლება, როგორიც არ უნდა იყოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
„ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციას, რომელიც კარგად ცნობილია. რუსეთი არ იყო ამ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი. ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაშვებული უდიდესი შეცდომა იყო. ამ გადაწყვეტილების გამო ორივე ქვეყნის ხალხი იტანჯება“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თბილისთან კონტაქტები გრძელდება ისეთი მიმართულებით, როგორიც არის კულტურული დიალოგი, ეკონომიკა და ჰუმანიტარული კავშირები, თუმცა „ეს პროცესი გართულებულია ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო“.