უახლესი ამბები
- 20.04.2018 15:35მთავრობაში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით ახალი ინიციატივა შევა
- 20.04.2018 15:35კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი „ნტვ-პლუსის“ ავტორიზაციის შესახებ საია-ს განცხადებაზე
- 20.04.2018 15:35აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ
- 20.04.2018 15:35თბილისისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- 20.04.2018 15:35შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
- 20.04.2018 15:35კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა
- 20.04.2018 14:40მიზეზები არ დაილევა, ვიღაცა მივლინებაშია, ვიღაცა საქეიფოდ არის, ვიღაცა უქეიფოდ - ნუკრი ქანთარია უმრავლესობის სხდომის გადადებაზე
- 20.04.2018 14:40ვითიბი ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ღამის გარბენი გაიმართება
- 20.04.2018 14:40ტურისტებისათვის Tourist Card-ი შექმნა
- 20.04.2018 14:40კახა კალაძე კერძო სექტორსა და საზოგადოებას გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდებს
არქივი
პოლიტიკა


საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, DCFTA-ისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს - გიორგი კვირიკაშვილი
დღეს გაიმართა ვებპორტალის, DCFTA.GOV.GE-ის პრეზენტაცია, რომელიც ემსახურება ინფორმაციის მიწოდებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ასოცირების შეთანხმების შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალური სარგებელი მიიღოს DCFTA-სგან, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია DCFTA-ის ეფექტიანი იმპლემენტაცია იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ამ კუთხით. მთავრობა აქტიურად ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ეს ეხება როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას, ისე საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას. ასევე ეხება ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას სხვადასხვა სახელმწიფო ინსტრუმენტების საშუალებით, რათა მათ შეძლონ ევროპული რეგულაციების დანერგვა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიო ბაზრებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ DCFTA.GOV.GE ხელს შეუწყობს საზოგადოების მეტ ჩართულობას რეფორმების პროცესში.
„იმედი მაქვს, რომ ეს ვებ-გვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორცილების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ პოტენციალზე, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს
„ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა.
ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის მიზანს წარმოადგენს 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელება, რაც ხელს შეუწობს ქვეყანაში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების დამკვიდრებას, ასევე მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას, ეკონომიკური ზრდისათვის პირობების შექმნასა და დემოკრატიული პრინციპების შემდგომ განმტკიცებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მიზეზები არ დაილევა, ვიღაცა მივლინებაშია, ვიღაცა საქეიფოდ არის, ვიღაცა უქეიფოდ - ნუკრი ქანთარია უმრავლესობის სხდომის გადადებაზე
20 აპრილი, 2018 , 14:40

გასაგებია, რომ ბოლომდე დაიცავდნენ ქიბარ ხალვაშის ინტერესებს - „რუსთავი 2“-ის იურისტი მთავრობის მოთხოვნაზე
20 აპრილი, 2018 , 14:15

არასამთავრობოები პარტიებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესს უარყოფითად აფასებენ
20 აპრილი, 2018 , 13:05

კახა კალაძე OGP-ს წარმომადგენლებს შეხვდა
20 აპრილი, 2018 , 12:40

„ქართული ოცნება“ გაიზიარებს „მოქალაქეთა კავშირის“ ბედს, რომელიც უბრალოდ გაქრა - არმაზ ახვლედიანი
20 აპრილი, 2018 , 11:00

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
19 აპრილი, 2018 , 09:00