უკან

პოლიტიკა

2 თებერვალი, 2018 16:30
font-size

საქარველოში ვეღარასოდეს ვეღარ მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი, ეს არის გამორიცხული - გიორგი კვირიკაშვილი

ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისათვის სასჯელი მკაცრდება.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიხედვითაც დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც.

„შს სამინისტროში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. მინდა გითხრათ, რომ გიორგი გახარიას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს ცვლილებები და სიახლეები ეხება ბევრს მიმართულებას, ეს არის კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, საზღვრის დაცვა, უბნის ინსტიტუტების ინსტიტუტის გაძლიერება, ქვეითი პატრულის გაძლიერება და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების სურათის გაუმჯობესების კუთხით და ჩვენი მოქალაქეების დაცულობის კუთხით”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, ხაზი გაუსვა უწყების გახსნილობას და ადამიანის დაცვის კუთხით სპეციალური დეპარტამენტის ფაქტს მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, ამ მიმართულებითაც უწყებაში ბალანსი უნდა არსებობდეს.

„მთლიანობაში, მინდა აღვნიშნო და დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ საქარველოში ვეღარასოდეს ვეღარ მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული და ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ნამდვილად თანმიმდევრული და დაუნდობელი, ვინაიდან ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს, მშვიდ ცხოვრებას და ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი - ზურაბ ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 12:30

29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი რასაც განასახიერებს დღევანდელი რუსეთი და საითაც მიაქანებს ივანიშვი

საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის -გიორგი გახარია

26 აპრილი, 2024 , 12:22

საქართველოს ევროინტეგრაცია ვერც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე და ვერც ივანიშვილის დასანქცირებაზე ან ვიღაცების დასანქცირებაზე ვერ გაივლის - ამის შესახებ პარტია” საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახ

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა - შალვა პაპუაშვილი

26 აპრილი, 2024 , 12:11

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქ

თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

26 აპრილი, 2024 , 11:57

კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  "ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონ

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია

26 აპრილი, 2024 , 08:54

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - წერს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ვეღარ ვივლით ევროპ

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი