მსოფლიო


სარკოზის დაკავება - სავარაუდოდ, მის 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიას ლიბიის დიქტატორი მუამარ კადაფი აფინანსებდა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს ე.წ. „ლიბიური საქმის გამო“. გამოძიების თანახმად, 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიისთვის სარკოზი უკანონოდ დააფინანსა ლიბიის მაშინდელმა დიქტატორმა მუამარ კადაფიმ.
გამოძიება 5 წელია გრძელდება.
ბიბისის ინფორმაციით, გუშინ სარკოზი პირველად დაკითხეს ამ საქმეზე. ორმა მთავარმა ბრალდებულმა უკვე მისცა ჩვენება. გაზეთი ლე მონდე იუწყება, რომ 2007 წელს ტრიპოლიდან პარიზში იყო გაგზავნილი მილიონობით ევრო, რომელიც გადაეცა სარკოზის წინასაარჩევნო შტაბს. ის, რომ კადაფი აფინანსებდა სარკოზის, დაადასტურა ლიბიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ბაშირ სალეჰმა.
მხარეების შუამავლად ფიგურირებს ფრანკო-ალჟირელი ბიზნესმენი და სარკოზის ყოფილი თანაშემწე ალექსანდრ ჯური, რომელიც წლის დასაწყისში ლონდონში დააკავეს, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
გარდა ამისა, თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ სარკოზი წარდგება სასამართლოს წინაშე მისი 2012 ლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსების გამო. იმ წელს მან საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო სოციალისტ ფრანსუა ოლანდთან. გამოძიება ეჭვობს, რომ სარკოზის პარტიამ გააყალბა დოკუმენტები, სადაც მითითებული იყო სააგიტაციო ხარჯების გადამეტება 18 მილიონი ევროთი. თვითონ სარკოზი ამბობდა, რომ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა.
საკვანძო სიტყვები:

ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა
11 სექტემბერი, 2025 , 09:58

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ
10 სექტემბერი, 2025 , 08:48

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დონალდ ტრამპი
5 სექტემბერი, 2025 , 18:11

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით - დონალდ ტრამპი
3 სექტემბერი, 2025 , 10:00
ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი `ზემო ლარსი` გადაკვეთა - „ეფ-ეს-ბე“
18 აგვისტო, 2025 , 18:27

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
18 აგვისტო, 2025 , 09:38