უკან

პოლიტიკა

25 დეკემბერი, 2018 15:50
font-size

სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურუსიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს - ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროს.

როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ინაშვილმა განაცხადა, სასამართლო სისტემა ჩინჩალაძე-მურუსიძეებისგან უნდა გათავისუფლდეს, რადგან სასამართლო სამართლიანი გადაწყვეტილებით ფასობს.

გარდა ამისა, ინაშვილის ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი შეიტანა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების გზით მართლმსაჯულების რეორგანიზაციას შეეხება.

„ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა პარლამენტში შეიტანა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ორ მთავარ საკითხს შეეხება. პირველი - ეს დაკავშირებულია ნარკო-ლეგალიზაციის გაუქმებასთან და მეორე - სასამართლო სისტემის ძირეულ, ფუნდამენტურ რეორგანიზაციასთან საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების გზით.

მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ პოზიტიური ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. შესაბამისად, თემა და საკითხი აქტუალურობას არ კარგავს. მეორე საკითხი შეეხება მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეორგანიზაციას. მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად კვლავ ჩინჩალაძეეების, გვრიტიშვილების კანდიდატურები წარუდგინა პარლამენტს. ამით პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უთხრა, რომ ის აგრძელებს სასამართლო სისტემის მურუსიძეზაციის გზას. ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი. მოსამართლე ფასობს მის მიერ მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილებებით და ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის ამ მოსამართლეებს არაერთი უკანონო განაჩენი აქვთ გამოტანილი. ამიტომ, მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კიდევ ერთხელ მინდა მივმართო "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობას: არ დაუჭიროს უმრავლესობამ წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარი და დაიწყოს სასამართლო სისტემის გაწმენდა მსგავსი მოსამართლეებისგან“, - განაცხადა ინაშვილმა.

გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენია: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი