საზოგადოება


სასამართლომ „მწვანე დედამიწის“ სარჩელი უბნის გადათვლასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე დედამიწის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მესამე სექტორის წარმომადგენლები წეროვანის #11 საარჩევნო უბანზე ხმების გადათვლას ითხოვდნენ.
როგორც მედიასთან საუბარში „მწვანე დედამიწის“ ხელმძღვანელმა ნუგზარ მელაძემ განაცხადა, ორგანიზაციისთვის სამართლიანობაა მნიშვნელოვანი.
„მოსამართლემ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა. მან გარემოებაში ის ფაქტორი მიიღო, რომ ხმების გადათვლით არ შეიცვლებოდა საბოლოო შედეგი. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი ორგანიზაციისთვის სულ ერთია რომელი იქნება მაჟორიტარი დეპუტატი და რომელი გაიმარჯვებს, ჩვენთვის სამართლიანობა იყო მთავარი და ჩვენი დაწერილი სარჩელი სამართლიანობისთვის იყო. მოვიფიქრებთ, შემდეგ ინსტანციაში გავასაჩივრებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას“,-აღნიშნა მელაძემ.
სასამართლო პროცესის პარალელურად, შენობასთან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, დიმიტრი ხუნდაძისა და ცეზარ ჩოჩელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ჩვენ შევეჭიდეთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას - განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმირებას და არა ფრაგმენტულ ცვლილებებს - მიხეილ ბატიაშვილი
18 თებერვალი, 2019 , 17:50

პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო
18 თებერვალი, 2019 , 16:30
“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს
18 თებერვალი, 2019 , 16:30
ხვალ ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება
18 თებერვალი, 2019 , 15:05

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი
18 თებერვალი, 2019 , 13:25

„TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“
18 თებერვალი, 2019 , 13:05