უახლესი ამბები
- 30.04.2024 16:00პარლამენტმა გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩია
- 30.04.2024 15:47მაია ბითაძე ოპოზიციას: თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ
- 30.04.2024 15:42პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას: სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული
არქივი
სამართალი
სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებთან ერთად, ქუთაისში სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. „ქურდულ გარჩევებს“, სადაც განიხილავდნენ მოქალაქეთა შორის არსებულ დავებს, აფასებდნენ მათ ქმედებებს და იღებდნენ გადაწყვეტილებებს, მათ შორის პირებს აკისრებდნენ თანხის გადახდას.
„პროკურატურამ სამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარუდგინა, ხოლო შვიდ პირს 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა).
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით, ხოლო 2 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ასევე „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულთაგან 2 პირს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2 პირს 3 წლით და 6 თვით, ხოლო 3 პირს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.