უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

24 მაისი, 2016 17:30
font-size

სასტუმრო `შერატონ მეტეხი პალასი` დაყადაღებულია

ავსტრიული კომპანია VI2 Partners GmbH – სა და "რაკია ჯორჯიას“ შორის მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" დააყადაღა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია VI2 Partners GmbH-ის წარმომადგენელმა მარკ-მილო ლუბემ და მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა დღეს პრესკონფერენციაზე გამართეს.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, VI2 Partners GmbH-ი კომპანიია, რომელმაც "რაკია ჯორჯიას" "შერატონ მეტეხი პალასის" აქტივების შეძენისათვის 2011 წელს ჩეკების სახით 20 მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა "რაკია ჯორჯიამ" ქონების გადაცემის ვალდებულებები ამ დრომდე არ შეასრულა.

მარკ-მილო ლუბეს განცხადებით, კომუნიკაცია შეწყდა და გარიგება ჩაიშალა.

მისივე თქმით, მათი მხარე ამ ხუთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

ადვოკატ, დავით ასათიანის განცხადებით, კომპანიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამოიღოს ის თანხა, რომლითაც დაზარალდა და ამასთანე, მიიღოს ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, დამატებითი თანხა.

,,ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი საქართველოს სასამართლოში და ვითხოვთ დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარს. ეს არის რეალურად 20 მილიონი, რაც გადახდილია და ის ზარალი, რაც მიადგა კომპანიას. მინდა გითხრათ, რომ ეს თანხა პროცესის განმავლობაში გაიზრდება. ჩვენ კიდევ ვაზუსტებთ მოყენებული ზიანის ოდენობას’’, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, დაყადაღებულია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" და "რაკია ჯორჯიას" სხვა უძრავი ქონება, როგორც თბილისში, ასევე შავი ზღვისპირეთში. კომპანიის საბანკო ანგარიშები კი ხელუხლებელია.

ადვოკატის განცხადებით, ამ დროისათვის, სასამართლო მოპასუხე მხარის "რაკია ჯორჯიას" მხრიდან შესაგებელს ელოდება.

ნინო ექვთიმიშვილი

ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

26 აპრილი, 2024 , 18:19

საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

26 აპრილი, 2024 , 12:40

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალუ

როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო - პროკურატურა

26 აპრილი, 2024 , 12:03

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა შსს კონსტიტუ

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი