უკან

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2017 16:50
font-size

„საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? - რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, რომან გოცირიძის შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემას წარმოადგენს მენეჯმენტის წარმართვა და არა დაფინანსება. ამის შესახებ დეპუტატმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვაზე განაცხადა.

არხის რეკლამირების საკითხის კომენტირებისას რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ დაფინანსების მომატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს.

„რაც შეეხება რეკლამას, ეს არის პირდაპირი დაკნინება საქართველოში დამოუკიდებელი მედიასივრცის. უამრავი პატარა ტელევიზიაა პარლამენტის კორიდორში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მნიშვნელოვან საკითხებს პარლამენტში 15-20 კამერა აშუქებს. ეს არის საქართველოში დემოკრატიის მონაპოვარი. თუ საქართველოში რაიმე იყო უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიის კუთხით გამოსაყოფი, ეს იყო მედიაპლურალიზმი.

დღეს უამრავ ტელევიზიას ჯიბეში უყოფენ ხელს. ნუ გვგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს რეკლამა, მშვენიერი რეკლამა აქვს, უბრალოდ არის შეზღუდული რაღაც დროის ჩარჩოებში. ასევე, მათ შეუძლიათ ნებისმიერი სახის რეკლამის განთავსება იმ გადაცემებში, რომლებიც კანონის მიხედვით ნებადართულია. ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოსდა რეკლამა არ ჰქონდეთ. ისინი ითხოვენ ამ სარეკლამო სივრცეში კიდევ უფრო მეტი როლის დაკავებას.

პრობლემა არის არა ფინანსებში, არამედ მენეჯმენტის ფორმირებაში. ერთი თვის წინ კიდევ ერთი წევრი ავირჩიეთ სამეურვეო საბჭოში, ფეისბუქპოსტები მაინც წაიკითხეთ. ელემენტარულად, საბჭოს წევრი ღიად მაინც არ უნდა გამოხატავდეს საკუთარ პოლიტიკურ სიმპატიებს, ეს პირდაპირ ლუსტრირებაა მათი და ამათ უნდა მივცეთ 50 მილიონი ლარი იმისთვის, რომ დამოუკიდებლები იყვნენ? რამდენი ფულიც არ უნდა მივცეთ, მათ მუშაობის ხარისხზე არ აისახება. საზოგადოებრივ მაუწყებელს ელემენტარული რეიტინგი ხომ მაინც უნდა ჰქონდეს? წელს დავიდა 2%-მდე რეიტინგი და გაუთანაბრდა გასართობი არხის „მარაოს“ რეიტინგს, რომლის რეიტინგიც არის 1.7%. GDS-ის რეიტინგი 3% იყო, გახდა 3.5%. ნახევარი პროცენტით მოიმატა GDS-მა, ნახევარი პროცენტით მოიკლო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგმა. ალბათ იმიტომ, რომ GDS-ში იყო 20/30, გაქრა 20/30, წამოვიდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაიქცა 21/30-ად და საზოგადოებრივ მაუწყებელს ნახევარი პროცენტი დააკლდა. ვამბობთ, რომ „ჯიდიესირებული“ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი?“, - განაცხადა გოცირიძემ.

დეპუტატმა უარყოფითად შეაფასა დაგეგმილი ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.

„კანონი, რომელიც დაიწერა „საზოგადოებრივ მაუწყებელში“, იყო ძალიან ცუდი, რამდენიმე პრინციპული საკითხი გამოსწორდა, მაგრამ არა ისე, როგორც ცდილობს უმრავლესობა წარმოჩენას. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ებღაუჭება სტარტაპების შექმნის უფლებას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ჩავარდება, ანუ ცდილობს, შექმნას რაღაცა ნულიდან საკუთარი ბიუჯეტიდან იურიდიული პირი, რომელსაც მისცემს ფულს, რომელიც აწარმოებს რაღაც მედიაპროდუქტს და მიაჩნია, რომ თუ ეს არ დაინერგა მაუწყებლის სისტემაში, ისეთ რამეს კარგავს, უღირთ გადამტერება საპარლამენტო უმრავლესობის. რა არის ასეთი ინტერესი ამაში?”,-აღნიშნა გოცირიძემ.

ანა მებურიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი