უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მარტი, 2019 10:25
font-size

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადადის

უახლოეს მომავალში, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეტაპობრივად, ახალ სატრანსპორტო ქსელზე გადავა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა ისაუბრეს.

კახა კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი უკვე დაწყებულია და 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. მისივე თქმით, არასახარბიელოა მიკროავტობუსების მდგომარეობაც.

„კვლევას ატარებს ფრანგული კომპანია „სისტრა“ და გაზაფხულზე იქნება ზუსტი მონაცემები, თუ როგორ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და როგორ იქნება ერთმანეთის კვეთაში მეტრო, ავტობუსები და მიკროავტობუსები. თუ ჩვენ კვლევა გვეტყვის, რომ მიკროავტობუსებიც აუცილებელია ქალაქისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იქნება მოთხოვნა, რომ ისინი განახლდეს და ჩანაცვლდეს ახალი ტრანსპორტით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაფარვის არეალები კიდევ ბევრი გვაქვს ქალაქში. ამ დროს, ცენტრალურ ქუჩებზე ერთმანეთის კონკურენციაში არიან მიკროავტობუსები და ავტობუსები. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მიზანია, მოხდეს ქსელის ოპტიმიზაცია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი იყოს აგებული არა კომერციულ ინტერესზე, არამედ მგზავრის კომფორტზე. ასევე, უფრო მეტად უნდა დაიფაროს დედაქალაქის არეალები საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უფრო ოპტიმალური მარშრუტები შევთავაზოთ მომხმარებლებს და მეტად იყოს ინტეგრირებული მეტროსთან, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი ხერხემალია“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდის მიღწევა შესაძლებელია როგორც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციით, ისე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით.

„უახლოეს პერიოდში ქალაქში დაიწყება რეფორმა. ეტაპობრივი გადასვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალ ქსელზე. მიკროავტობუსებს, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, რომელსაც გვაწვდის ჩვენი კონტრაქტორი კომპანია, აქვს გარკვეული ადგილი, მაგრამ ძალიან მცირე და ძირითადად, შიდა საუბნო დონეზე. ძირითადი ტრანსპორტი იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრება და ეს იქნება ავტობუსები და მეტრო“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც თბილისში ხორციელდება, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები.

„ალბათ, ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო ავტომობილით დგახარ საცობში და სპეციალურ ზოლში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება უპრობლემოდ. სწორედ ამისკენაა მიმართული ჩვენი პოლიტიკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს სწრაფი და კომფორტული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საკვანძო სიტყვები:

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი