უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 აგვისტო, 2018 16:01
font-size

სერგეი ივანოვის განცხადებით, მოსკოვმა ჯერ კიდევ 2007 წელს შეიმუშავა „სამოქმედო გეგმა“ ოკუპირებულ ცხინვალში საომარი მოქმედებების შემთხვევაში

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სერგეი ივანოვმა გენერალური შტაბის მიერ 2007 წელს შემუშავებულ „საიდუმლო გეგმაზე“ ისაუბრა, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების შემთხვევაში.

ივანოვმა, რომელიც 2007 წელს თავდაცვის მინისტრის, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს - ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა, Коммерсант-ს უამბო, რომ სამოქმედო გეგმის ნაწილი ეხებოდა როკის გვირაბის დაცვას.

„ეს სიცოცხლის გზაა და ჩვენ მშვენივრად ვხდებოდით, რომ თუკი ქართული ჯარი დაიკავებდა როკის გვირაბს, მაშინ მოვლენების შემდგომი განვითარების განჭვრეტა რთული იქნებოდა“, - აღნიშნა ივანოვმა.

მისივე თქმით, მათ ვერ მოახერხეს გეგმის იმ ნაწილის შესრულება, რომელიც გამორიცხავდა კონფლიქტში წვევამდელთა მონაწილეობას.

„გეგმაში იყო გათვალისწინებული, რომ სამხედრო ჩარევის აუცილებლობისა და საქართველოს მშვიდობისკენ იძულების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შევა მხოლოდ სამხედრო დანაყოფები, რომლებიც დაკომპლექტებულია კონტრაქტორებით“, - განმარტა ივანოვმა და აღნიშნა, რომ ამის პრაქტიკაში განხორციელება ვერ მოხერხდა.

„ასე მოხდა, სანამ ამ გეგმას ვეძებდით, სანამ სეიფიდან ვიღებდით, სანამ ვსწავლობდით, საჭირო იყო მყისიერად მოქმედება, მაგრამ ამ ნაწილში არ გამოვიდა, უნდა ვაღიარო. ასევე იყო რაღაც შეუსაბამობები, რადგან ჩვენ ბევრი ავიაცია დავკარგეთ“, -აღიარა ივანოვმა.

ივანოვის თქმით, რუსეთის დანაკარგები იყო გამოწვეული ცუდი დაზვერვით.

კითხვაზე, რატომ არ აიღო რუსულმა ჯარმა თბილისი, ივანოვმა უპასუხა, „რადგან არ ვაპირებდით მის აღებას. რისთვის? არანაირი პოლიტიკური აზრი ამაში არ იყო, სამხედრო მხრივაც. სამხედრო თვალსაზრისით, ისეთი დარტყმა უნდა მიგვეყენებინა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რათა ახლო მომავალში მათ არ გაემეორებინათ მსგავსი ავანტურა. რადგან ხელისუფლებაში დარჩა სააკაშვილი. და ვის შეეძლო, მიეცა გარანტია, რომ ეს, უკაცრავად, იდიოტი არ გაიმეორებს თავის ავანტურას? თუკი საამისო ძალა შერჩება“.

მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორები არწმუნებდნენ მოსკოვს, რომ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ წავიდოდა სამხედრო კონფლიქტზე.

„სერგეი, ნუ ღელავთ, ის წითელ ხაზს არ გადაკვეთს“, - გაიხსენა ივანოვმა აშშ-ის მაშინდელ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან საუბარი.

„ხვდებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ დიდად მიამიტი ხალხი, სულელები, რომლებსაც სჯერა ყველაფრის, რასაც ეტყვიან“, - განმარტა ივანოვმა გეგმის შემუშავების მიზეზები.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი