უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 აპრილი, 2019 15:40
font-size

სერგი კაპანაძე უმრავლესობას: „სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?`

"სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ?" - პარლამენტარმა სერგი კაპანაძემ ივანიშვილის განცხადებების შეფასება მმართველი გუნდის წევრებს საგაზაფხულო სესიაზე სთხოვა.

"ევროპული საქართველოს" წევრი დაინტერესდა, რას ფიქრობენ „ქართული ოცნების“ წევრები ბიძინა ივანიშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის საქმეში ლევან მურუსიძის გმირად, ხოლო ადვოკატის, შალვა შავგულიძის ანტიგმირად წარმოჩენის მცდელობაზე.

„ინტერვიუმ გვანახა ყველას, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არის "ოცნების" ლიდერი და როგორ არაადეკვატურად აღიქვამს ის რეალობას. ორი რამ დაგვრჩა ამ გამოსვლებიდან და წიაღსვლებიდან, როგორც მას უყვარს, ხოლმე. ისე, ნეტავ, მართლა კინო და სერიალების გადაღებით იყოს დაკავებული და ამ პოლიტიკით არა, მაგრამ ორი რამ დაგვრჩა, ერთი დაგვრჩა ის, რომ თურმე გმირი ყოფილა მურუსიძე და შავგულიძე ყოფილა დამნაშავე და მოღალატე გირგვლიანის საქმეში. ასე შეატრიალა, ასე გადახედა ისტორიას ბატონმა ივანიშვილმა.

გასაგებია, ივანიშვილის ინტერესები ამ ამბავში რა არის, მაგრამ მე მაინტერესებს, აქ კოლეგები, ვინც არიან, ვინც მოისმინეს ეს, ელემენტარული სირცხვილის გრძნობა თუ მაინც გაუჩნდათ, რომ ასეთნაირად მოხდა შეფასება ამ კონკრეტული ფაქტის და გირგვლიანის მკვლელობის საქმის და იქ მურუსიძის როლის და შავგულიძის როლის. ანუ ივანიშვილი რას აკეთებს ახლა რეალურად, რომ უკანა თარიღით ტყუის, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდეს, მაგალითად, იგივე შავგულიძესთან, რაზე არ ეთანხმება, თავის პოზიცია დაიცვას და ამბობს, რომ მაშინაც კი შავგულიძე ყოფილა დამნაშავე. აქ ვინც ხართ, რამდენი ეთანხმებით ამას, რამდენად ელემენტარულად, სირცხვილის გრძნობა თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს,“ - განაცხადა კაპანაძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი