უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
საზოგადოება
შალვა ნათელაშვილმა ღამის კლუბ „ბასიანის“ დახურვა მოითხოვა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ღამის კლუბ „ბასიანის“ დახურვა და მისი მფლობელების დაკავება მოითხოვა. საქმე ეხება სავარაუდო ნარკოტიკული ინტოქსიკაციით ახალგაზრდების დაღუპვას.
პოლიტიკოსმა ტყუილში დაადანაშაულა ექს-პრემიერის ვაჟი ბერა ივანიშვილი, რომელმაც უარყო ინფორმაცია, რომ კლუბი „ბასიანი“ მას ეკუთვნის.
„დაილუქოს ეს ახალგაზრდების სახოცი დაწესებულება. მართალია, განაცხადა ივანიშვილის ოჯახმა, რომ ტყუილია, ჩვენი არ არის, გვაბრალებენო, მაგრამ ასეთივე ტყუილია, როგორც ოქროს საბადო რომ არ არის მათი ბოლნისში. და როგორც ნარკომანი დიჯეები [იგულისხმება რეპერების ჯგუფის „ბირჟა მაფიის“ საქმე] ბერას ფეისბუქმიმართვით არ გაათავისუფლეს ციხიდან რამდენიმე თვის წინ. აი ეს ისეთივე ტყუილია. მე კატეგორიულად ვაცხადებ მიწა დაიწვება თქვენს ფეხქვეშ“, -თქვა ნათელაშვილმა.
მან პროკურატურას 24-საათიანი ვადა მისცა იმის გამოსაძიებლად, მოხდა თუ არა გარდაცვლილი ახალგაზრდების ინტოქსიკაცია „ბასიანში“.