უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 აპრილი, 2017 13:50
font-size

შავი ზღვის სანაპირო ზოლის საველე აღწერა დასრულებულია

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნის პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის საველე აღწერითი სამუშაოები დაასრულა.

საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა სრულად აღწერეს შავი ზღვის სანაპირო ზოლის ტურისტულად ისეთი აქტიური არეალები, როგორიცაა ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სარფი, გონიო, კვარიათი, ჩაქვი, ბუკნარი, ციხისძირი, შეკვეთილი, ურეკი, გრიგოლეთი, მალთაყვა და ანაკლია.

სამუშაოების შედეგად, სრულად აღწერილია 158 კვადრატული კილომეტრი ფართობი, შეიქმნა საზოგადოებრივი მნიშვნელობის გეოგრაფიული მონაცემების ბაზა, რომელშიც 16000-მდე ობიექტია შეტანილი. მათ შორის კვების და განთავსების 2479 ობიექტი, განათლების და ჯანდაცვის 710 ობიექტი, 245 სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია, 685 საფინანსო დაწესებულება (ბანკები, ბანკომატები, მიკრსაფინანსო ორგანიზაციები), 2966 სავაჭრო ობიექტი, 1173 ობიექტი მომსახურებისა და ტურიზმის სფეროდან, კულტურის, დასვენებისა და გართობის 558 ობიექტი, 266 სპორტული მოედანი და სტადიონი, სატრანსპორტო სფეროს 911 ობიექტი, 5679 საგზაო ნიშანი და სხვ.

აღწერილ მონაცემებს ვიზუალიზაციისთვის შესაბამისი ფოტომასალა აქვს თანდართული.

პროექტის ფარგლებში, აღიწერა შიდა საქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზებიც, რომლის საერთო ფართობი 1 335 კმია.

საჯარო რეესტრი საველე-საინვენტარიზაციო სამუშაოების შედეგად მიღებულ გეოგრაფიულ მონაცემებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს.

პარალელურად, საჯარო რეესტრი ნავიგაციის ელექტრონული აპლიკაციის შესაქმენლად მუშაობს, რომელშიც საველე აღწერით მიღებული გეომონაცემები აიტვირთება. ელექტრონული აპლიკაცია მოხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ბიზნესობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, საჯარო რეესტრი ინფორმაციას მსოფლიო ლიდერ სანავიგაციო კომპანიებსაც (Google, Tomtom) მიაწვდის, რომლებიც მონაცემებს თავიანთ პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში, და სხვა სანავიგაციო სისტემებში ასახავენ.

საქართველო პირველია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც მსოფლიო წამყვან სანავიგაციო სისტემებთან ქვეყნის სივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებაზე მუშაობს და ამ მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს გეოგრაფიული მონაცემების მწარმოებელ კომპანიებთან.

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა და საქართველოს გეოგრაფიული მონაცემების გლობალურ სანავიგაციო სისტემებში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილია. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, ეკონომიკური პოტენციალის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას.

ამჟამად საჯარო რეესტრი სამტრედია-ქუთაისის შემოვლითი გზა-ზესტაფონი-რიკოთის გვირაბის (მათ შორის ქ. ქუთაისში გამავალი ძველი მაგისტრალის (სულ 200 კმ. ფართობი) გზათა ქსელის საველე აღწერას ახორციელებს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი