უკან
არქივი
საზოგადოება
7 მარტი, 2021 12:16
„შეაგინე ბერას“ - კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა
„შეაგინე ბერას“ - სოციალურ ქსელში, მთავრობის კანცელარიასთან, აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.
აქციის ჩანიშვნის მიზეზი ტვ პირველის ეთერში გასული სატელეფონო ჩანაწერებია.
ტვ პირველის გადაცემაში - ნოდარ მელაძის შაბათი, სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.