უკან

საზოგადოება

21 ივლისი, 2018 17:25
font-size

შეგვიძლია, შევქმნათ საბინაო ფონდი, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება - არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შესაძლებელია, მმართველმა გუნდმა შექმნას საბინაო ფონდი, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება.

მისივე თქმით, არაერთ მოქალაქეს აქვს საცხოვრისის პრობლემა.

„არაერთ ჩვენს მოქალაქეს ჯერ კიდევ აქვს ელემენტარული საცხოვრისის პრობლემა. ამას მოწმობს ის წერილები და მოთხოვნები, რომლებიც მაჟორიტარ დეპუტატებს შემოგვდის.

ქვეყანაში კი გზებსა და ქალაქებში არის ისეთი შენობები, რომელთა კაპიტალური რემონტი და ბინების სახით გამოყენება შეუძლიათ მუნიციპალიტეტებს, შეუძლია მთავრობას, ეტაპობრივად. სოფლებშიც არის სახლები, რომელთა შესყიდვა და გამოყენება შესაძლებელია იმ ოჯახებისთვის, ვინც უსახლკაროდ არის დარჩენილი.

შეგვიძლია, შევქმნათ სოციალური საცხოვრისის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება საბინაო ფონდი, მართვის სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით, რომელიც ადამიანებს საცხოვრისით დაეხმარება, სანამ მათ ეს სჭირდებათ.

სოციალური საცხოვრისის პროგრამები სხვადასხვა ფორმით არსებობს ავსტრიაში, დანიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, აშშ-სა და ბრაზილიაში, რუმინეთსა და უნგრეთში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი