უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 დეკემბერი, 2016 14:50
font-size

შეიძლება ერთ პროდუქტზე, ორზე, სამზე ფასები გაიზარდოს, მაგრამ არის აგრეთვე პროდუქტები, რომლებზეც ფასები მცირდება - კობა გვენეტაძე

ფასებზე გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, კურსის დევალვაცია, მაგრამ ამავე დროს უნდა შევხედოთ, რამდენად ახდენს გავლენას, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,მთავარში’’ ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ პროდუქტებზე ფასების შესაძლო მომატებაზე საუბრისას.

,,შეიძლება ერთ პროდუქტზე, ორზე, სამზე ფასები გაიზარდოს, მაგრამ იქ არის აგრეთვე პროდუქტები, რომლებზეც ფასები მცირდება. ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობში, ესე იგი ნოემბრის ბოლოს ფასების ზრდა საქართველოში 0.6 % იყო. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საერთოდ არასდროს გაიზრდება ფასები? არ ნიშნავს, არავითარ შემთხვევაში. იქნება ფაქტორები, რომლებიც იმოქმედებს ფასების ზრდაზე და სხვათა შორის, დაბალი ინფლაციაც არ არის ძალიან კარგი. თუ ჩვენ მინუსების ინფლაციაზე ვილაპარაკებთ, ეს უკვე დეფლაცია იქნება და ეს ასევე არასასურველია ეკონომიკისთვის, რადგანაც მოთხოვნას ამცირებს, ისევე როგორც, მაღალი ინფლაცია.

რომ შევხედოთ ზოგადად, ცუდი გამოცდილება არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ეროვნულ ბანკს გააჩნია ბერკეტები ამასთან დაკავშირებით, თუ მოხდება შემჩნევა, რომ არის მოლოდინები ფასების ზრდის, რომ იზრდება ფასები, მიიღოს საკმარისი ზომები ამ პროცესის შესაჩერებლად”,- აცხადებს კობა გვენეტაძე.

ნინო ექვთიმიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი