უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2018 14:35
font-size

„შემოლაწუნება“ ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა - რომან კაკულია

„ქართული ოცნების“ წევრმა - რომან კაკულიამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უწოდა „შემოლაწუნება“, რომელიც, მისი მტკიცებით, მმართველ გუნდს „ნამდვილად სჭირდებოდა“. ამის შესახებ დეპუტატმა გადაცემა „ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შედეგებს ძალიან მნიშვნელოვანი ანალიზი სჭირდება.

„ცნობილი გამონათქვამი „რაც მოგივა, დავითაო...“, ჩემი აზრით, ყველაზე აქტუალური ახლა ჩვენი გუნდისთვის არის. თუ ამას გავაცნობიერებთ, არაფერი დაკარგული არ არის, ყველაფერი თავის ადგილზე შეიძლება დაბრუნდეს. საქმე ისაა, რომ შედეგები ჩვენთვის მოულოდნელი იყო. ჩემი აზრით, ეს იყო ერთგვარი შურისძიება „ქართული ოცნების“ მიმართ იმ ამომრჩევლების მხრიდან, რომლებიც მისივე ამომრჩევლები იყვნენ და 2012 წლის შემდეგ გარკვეული ტიპის იმედგაცრუება განიცადეს. ჩემი აზრით, ეს შედეგი განაპირობა მათი აქტივობის ნაკლებობამ და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების რაღაც მნიშვნელოვანმა მატებამ. ეს არის ძირითადი მიზეზი და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.

მე ვფიქრობ, რომ „შემოლაწუნება“ ჩვენს გუნდს ნამდვილად სჭირდებოდა. მთავარია, რომ ახლა დავსხდეთ და მომხდარის სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ. ჩვენს გუნდში ეს პროცესი დაწყებულია, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაც ამ პროცესის დაწყებას უკავშირდება. ის, რაც მოხდა, ჩემთვის პოზიტივია. ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ნიშნავს მაქსიმალურ ადეკვატურობას. მეორე ტურამდე ჩვენ უნდა შევეცადოთ, მაქსიმალურად გულახდილათ ავხსნათ ყველა იმ წარუმატებელი ნაბიჯის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები“, - განაცხადა კაკულიამ.

კითხვაზე, კონკრეტულად, რომელ ნაბიჯებს მიიჩნევს ის წარუმატებლად, კაკულიამ განაცხადა, რომ მთავარი ადეკვატურობა იყო.

„ადეკვატურობა არ ნიშნავს მაქსიმალურ თანხვედრას საზოგადოებაში არსებულ განწყობებთან და მასთან დაახლოვებას. თუ შენ ილუზიაში ჩავარდი და ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდი, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებას ეს მოსდიოდა 90-იანი წლებიდან. რაღაც მომენტში გაგვეპარა ადეკვატურობის აღქმა და საზოგადოებას სათანადოდ ვერ ვუხსნიდით ობიექტურ მიზეზებს... შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო, ვიღაცები დაერწმუნებინა, რომ ამ შემთხვევებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო, რასაც მე არ ვეთანხმები. კორუფციაც შემოვიდა სადღაც, ადამიანის უფლებებიც დაირღვა, შეცდომებიც დაიშვა, ეკონომიკაშიც ვერ მივიტანეთ ის, რასაც დავპირდით საზოგადოებას და ვერ ავუხსენით, თუ რატომ ვერ შევძელით ეს. ოპოზიციამ შეძლო ფაქტების ტენდენციად წარმოჩენა. ეს ორი ძალიან განსხვავებული რამ არის, რასაც ერთმანეთისგან მხოლოდ ძალიან დაკვირვებული ამომრჩეველი განასხვავებს“, - აღნიშნა დეპუტატმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი