უკან

საზოგადოება

15 ოქტომბერი, 2019 17:40
font-size

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენცია და მასშტაბური ტექნოლოგიური გამოფენა იმართება, რომელზედაც როგორც საერთაშორისო საგადასახადო ადმინისტრაციების, ასევე კერძო IT კომპანიების მიერ შექმნილი, დაახლოებით, 50 უახლესი პროგრამული პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებას გახსნიან IOTA-ს პრეზიდენტი ჯორჯ პიცილისი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს IOTA-ს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგადასახადო ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის 150-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ამერიკული ცენტრის, დასავლეთ აფრიკის საგადასახადო ადმინისტრაციების ფორუმის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ბიზნესის და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

გამოფენა მონაწილეებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, პირდაპირ დაუკავშირდნენ პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების შემქმნელებს, კერძო ბიზნესისა თუ საგადასახადო ორგანოების წარმომადგენლებს, რომელებმაც განავითარეს ციფრული გადაწყვეტები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საგადასახადო ვალდებულების შესრულების გაადვილება, თაღლითობების პრევენცია, მომხმარებლისათვის მარტივად გამოსაყენებელი ელექტრონული სერვისები, მონაცემთა დიდი ბაზის ანალიზი, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინები და რობოტული პროცესების ავტომატიზაცია.
ღონისძიების განმავლობაში, მონაწილეების ხმის მიცემის საფუძველზე, გამოვლინდება გამოფენილ პროდუქტებს შორის ყველაზე მოწონებული, საგადასახადო კანონმორჩილების მიმართულებით შექმნილი ციფრული გადაწყვეტა, ხოლო, ერთ-ერთ სესიაზე გამოვლენილი პროდუქტის წარმომდგენს, მიეცემა შეთავაზება გააკეთოს პროდუქტის ტექნიკური დემონსტრაცია დამსწრე აუდიტორიის წინაშე.

კონფერენციის ნაწილში, დღის წესრიგით, გათვალისწინებულია ცხრა სესია, რომელიც დაეთმობა ძირითადი საკითხების პრეზენტაციებს, დებატებსა და ინტერაქტიულ სამაგიდო სესიებს, რომლებიც ფოკუსირებული იქნებიან პრაქტიკულ გადაწყვეტებთან, რაც უკავშირდება ელექტრონული ტრანზაქციის განხორციელებას, რეალურ დროში ანგარიშგებას, მაღალი ფისკალური რისკის მქონე საქონლის მოძრაობის მონიტორინგს, ელექტრონულ საგადასახადო პორტალებსა და სხვა მსგავს პროდუქტებს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი