პოლიტიკა


შემოწირულობათა მნიშვნელოვანი ნაწილი მცირე მოცულობისაა - არჩილ თალაკვაძე
საპარალმენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის მიერ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ 14 შემომწირველის დაბარებას უწყებაში. თალაკვაძემ ხაზი გაუსვა, რომ მმართველ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და შემოწირულობათა უმრავლესობა მცირე მოცულობისაა.
„2017 წლის დასაწყისიდან უფრო მეტი დაფინანსება აქვთ მიღებული ოპოზიციურ პარტიებს. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიას, მინდა, ძვირფას კოლეგებს ოპოზიციიდან შევახსენო, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების დროს ხმა მისცა 860 ათასზე მეტმა მოქალაქემ და ჩვენმა მხარდამჭერმა. ჩვენი შემოწირულობების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ მცირე მოცულობის შემოწირულობები, რომელიც 5, 10, 100 ან 1000 ლარს შეადგენს“,- განაცხადა პარლამენტარმა.
აუდიტის სამსახურს შემომწირველები დღეისთვის ჰყავს დაბარებული. უწყებისთვის საეჭვო გახდა, რომ პარტიებისთვის გადაცემული თანხა აღემატება შემომწირველთა შემოსავალს.
აუდიტის სამსახურში უკვე მივიდა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი მარიამ რამინაშვილი.
ანა მებურიშვილი

ნულოვანი თამაში საქართველოში დასრულებულია და მხოლოდ ერთადერთი გზა დაგვრჩა: შეთანხმების, თანხმობის და წინსვლის - პრეზიდენტი
9 აპრილი, 2021 , 15:11

ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს - არჩილ თალაკვაძე
9 აპრილი, 2021 , 14:15
სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში - სალომე ზურაბიშვილი
9 აპრილი, 2021 , 14:15
მომავალ კვირას დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - გიორგი ვაშაძე
8 აპრილი, 2021 , 20:15

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ დავუშვათ მესამე ტალღა და თავი ავარიდოთ მკაცრ შეზღუდვებს
8 აპრილი, 2021 , 17:00

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს ხვალ წარუდგენს
8 აპრილი, 2021 , 16:30