კომენტარი


შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ არის ქალაქის მერიის - დავით ნარმანია
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ,,ბავშვთა სამყაროს’’ შენობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები სწავლობენ.
მისი თქმით, ახლა შენობაში შესვლა სახიფათოა და იქ ვერც ერთი მოვაჭრე ვერ შევა, ვიდრე შენობას არ გაამაგრებენ.
,,შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ არის ქალაქის მერიის, თუმცა ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ ვიდრე შენობა არ იქნება უსაფრთხოდ, იქ თითოეული ადამიანის შეშვება რისკთან არის დაკავშირებული. შენობა უნდა გახდეს უსაფრთხო, რომ იქ ადამიანები შევიდნენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩავრთეთ სამსახარულის ბიუროს ექსპერტები და ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რათა მათ ერთობლივად მიიღონ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და გვითხრან, თუ რა ფორმით და როგორ უნდა მოვიქცეთ’’, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40