უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 იანვარი, 2017 16:15
font-size

შეუძლებელია 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება - ენმ-ს წევრები

მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევით შექმნილი საორგანიზაციო კომისიისა და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რაიონული და საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეები, პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციაში შემავალი რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატები ავრცელებენ.

განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა გააცნო.

”2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო კამპანია ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტაციის პარლამენტში შესვლის წინააღმდეგ, რამაც სერიოზულად დააზიანა მთლიანად ”ნაციონალური მოძრაობა”. ამავდროულად, ნაცვლად თავისუფალი კონკურენციის პირობებში შიდა პოლიტიკური დებატების მკაფიო, გამჭვირვალე წესებზე დაფუძნებული პროცესისა, პარტიის ლიდერების ნაწილის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტიის წესდებისა და პოლიტიკური საბჭოს მიერ დადგენილი წესის გვერდის ავლით ცილისმწამებლური კამპანიის პირობებში ჩატარდეს ყრილობა და წარიმართოს მისი მოსამზადებელი პროცესი.

”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს მიერ 30 ნოემბერს მიღებული ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე პარტიული ყრილობისა და დელეგატების შერჩევის წესის” თანახმად, ყრილობის დელეგატების რაოდენობა 7 000-ით განისაზღვრა. ამავე წესის 3.3 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატობის კანდიდატებს ურთიერთშეთახმების საფუძველზე შეარჩევს პარტიის რაიონული გაერთიანების თავმჯდომარე და საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხდება შეთანხმება პარტიის რაიონულ/საქალაქო თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის ამავე წესის 3.5 მუხლის მიხედვით, ყრილობის დელეგატების დასადგენად მოწვეული უნდა იქნას რაიონული კონფერენციები. დღეისთვის არ არის განსაზღვრული როგორ და რა წესით ხდება დელეგატთა შესათანხმებლად პარტიული კონფერენციების მოწვევა, ყრილობის დელეგატების შერჩევა, როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი, როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთ რაიონში დელეგატთა შერჩევა უკვე მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების დარღვევით. ამასთან, არ მოხდა ყრილობის ჩატარების საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობის და ფუნქციონირების წესის განსაზღვრა პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული წესის 5.2 მუხლის მიხედვით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეთავაზებულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა, მაგრამ პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის გამო სხდომა ვერ ჩატარდა ქვორუმის არ არსებობის მიზეზით. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის ჩატარების თარიღამდე ძალიან ცოტა დრო რჩება, თუმცა, არ ჩანს ქმედითი ნაბიჯები და აღარ რჩება დრო ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული წესის დარღვევებით შექმნილი ”საორგანიზაციო კომისიისა” და მათი მხარდამჭერების მიერ არჩეული გზით შეუძლებელია 2017 წლის 20 იანვარს ლეგიტიმური, იურიდიულად გამართული და სათანადოდ ორგანიზებული ყრილობის ჩატარება”, - ნათქვამია ”ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, მამუკა ჩიქოვანი, ლევან ბობოხიძე, აკმამედ იმამკულიევი, დათო ჟღენტი, ტარიელ ლონდარიძე, დავით ნაფეტვარიძე, ბესიკ კვიციანი, ლაშა დამენია, ვახტანგ დარცმელიძე, გიორგი თევდორაძე, დავით ჯინჯოლავა, არსენ კარაპეტიანი, სიმონ პარუნაშვილი, ირაკლი აბესაძე, ვახტანგ ქვათაძე, დავით დაღელაშვილი, გელა დემეტრაძე, ირაკლი დვალი, ბესიკ ბექაური, კახა დეკანაძე, ვაჟა ჩიტაშვილი, გიორგი ხახნელიძე, ზაზა კედელაშვილი, გიორგი ვაჟბედაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ზურაბ ჯიბუხია და სხვები.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი