უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 თებერვალი, 2017 17:20
font-size

შეუძლებელია,პრეზიდენტის მოსაზრებებს არ დაეთანხმო - ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, პრეზიდენტის შენიშვნები მიმართულია როგორც სასამართლოს, ასევე ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისაკენ, რასაც ის ეთანხმება.

"ეს შენიშვნები და მათი ლოგიკა ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებას და ამოსავალი პრინციპი , როგორც ჩვენ გავეცანით, არის სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერება. ამიტომ, შეუძლებელია, ამ მოსაზრებებს არ დაეთანხმო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა არსებითად უნდა განიხილოს ეს მოტივირებული შენიშვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, ამ შენიშვნების გათვალისწინებით, კანონად აქციოს სასამართლო ე.წ. მესამე ტალღა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„ადვოკატთა ასოციაციის“ თავჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უმრავლესობის მიერ წარდგენილი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

„სასამართლოს თავჯდომარეს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მერე სასამართლო თავჯდომარე აკომპლექტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ანუ, ორმაგი ბერკეტია თავჯდომარიდან ზეწოლაზე მოსამართლეზე . ერთია, რომ სასამართლოს თავჯდომარეა, მეორე კიდევ, რომ მისი ბედი მის ხელშია . აი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და ინსპექტორი. წულუკიანი გაიძახოდა, რომ ინსპექტორი იქნებოდა დამოუკიდებელი და გამოდის, რომ ვინ ნიშნავს, ვინ ირჩევს ინსპექტორს? იუსტიციის უმაღლესი საბჭო.ანუ, პატარა მურუსიძეს დანიშნავენ დიდი მურუსიძეები“, - განაცხადა ხატიაშვილმა.

არასამთავრობოებთან შეხვედრამდე, პრეზიდენტმა გამართა მოლაპარაკებები საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან. პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.

მიწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმას ვეტო დაადო.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი