არქივი
საზოგადოება
შიდაგადაცემის ორი ახალი კლასტერი ლილოს ბაზრობასა და გაჩიანის დასახლებას უკავშირდება - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შიდა შემთხვევების გამოვლენა, შემაშფოთებელია.
მისივე თქმით, შიდაგადაცემის ორი ახალი კლასტერი ლილოს ბაზრობასა და გაჩიანის დასახლებას უკავშირდება.
„ჩვენში ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები, არის ახალი კლასტერები – ლილო, გაჩიანი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები იყო, ჩვენი მოქალაქეების შემოტანილი, რომლებიც ბრუნდებიან საზღვარგარეთიდან, ასევე არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც ერთი წუთით არ გაჩერებულან. ეს არის სავაჭრო არტერიები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გზების გაჩერება. ამაზე კარგი კონტროლი გვაქვს. ბევრი უკმაყოფილოა კარანტინის რეჟიმის გამო, როცა ქვეყანაში ჩამოდიან, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ შემთხვევების დაახლოებით მესამედი, რაც არის ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული, სწორედ საკარანტინო ზონებიდან არის გამოვლენილი. ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში რომ მისულიყვნენ, გავრცელება იქნებოდა უფრო მაღალი. პირველ რიგში როგორ ვრცელდება ეს დაავადება – ახლო კონტაქტებით, ხანგრძლივი კონტაქტებით, ეს არის ოჯახის წევრები და სამუშაო ადგილებზე ახლო წრე. ამიტომაც გვაშფოთებს ეს შემთხვევები. დღესაც ხუთი ჯგუფი იმუშავებს ლილოში, ამდენივე გაჩიანში, რათა მაქსიმალურად მოხდეს ყველა შესაძლო ინფიცირებულის გამოვლენა, დროულად მოხდეს მათი იზოლაცია, მკურნალობა, კონტაქტების გამოვლენა და მათზე დაკვირვება,“ – განაცხადა იმნაძემ ,,ახალ დღეში".
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მოსახლეობას მიმართავს, სპეციალისტებს გამოკვლევაზე დათანხმდნენ.