პოლიტიკა


შინაგან საქმეთა მინისტრი რუმინეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის ელჩს საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს და რუმინეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საპოლიციო სფეროში დადებული შეთანხმებების საფუძველზე ხორციელდება.
2016 წელს, საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც სამართალდაცვით სფეროში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
შს მინისტრმა და რუმინეთის ელჩმა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე საქართველოსა და რუმინეთის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ შეთანხმებას აპრილში მოეწერება ხელი და მისი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება.
შეხვედრის დასასრულს, შს მინისტრმა რუმინეთის ელჩს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუმინეთის მთავრობის მიერ შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კარმენ დანიელა დანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30