უკან

პოლიტიკა

10 ივლისი, 2017 15:45
font-size

შს მინისტრი მოადგილე საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნატრიაშვილმა, თბილისში, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს ორგანიზებით ჩატარებულ სემინარში - „ორმხრივი თანამშრომობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“ მონაწილეობა მიიღეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სემინარზე დასასწრებად საფრანგეთიდან თბილისში ჩამოვიდნენ:

საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი - ნიკოლას გონგორა, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენელი - ჟილ ვეინცი, საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის სტრატეგიული ანალიზის დანაყოფის უფროსი - სესილ ოჟერო, პარიზის პროკურატურის წარმომადგენელი - დამიენ ბრუნე, ნენსის პროკურატურის წარმომადგენელი - ჟან რიშე, საფრანგეთის შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის ევროპის ოფისის უფროსი - დავიდ ბისტუ, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე რუსეთის ფედერაციაში - სტივენ ლე ლუა, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე უკრაინაში - სტეფანე კროზე, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში - გურკან კარასუ, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკაში - ოლივიე რენო; საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი - გრეგორი გავრელი.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობა, ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს.

სემინარის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ წარმატებულ საერთაშორისო საპოლიციო და სამართლებრივ თანამშრომლობაზე. მხარეებმა ერთმანეთს ორგანიზებული დანაშაულისა და ე.წ.

კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილებაც გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერეს. შსს-ს წარმომადგენლები მათ ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ. სტუმრები შსს-ში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

დელეგაციის წევრები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 1-ლი განყოფილებასაც ეწვივნენ.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი