უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
შს მინისტრი საპარლამენტო ფორმატში ოპოზიციასთან შეხვედრას თავს არ არიდებს- არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ფორმატში ოპოზიციასთან შეხვედრას თავს არ არიდებს.
ამის შესახებ თალაკვაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში შინაგან საქმეთა მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ისეთ საკითხებზე იყო, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.
„ყველა მიმდინარე საქმეზე, მათ შორის იმ საქმეებზეც, რომლებზეც საჯარო ინტერესი არის მაღალი, რა თქმა უნდა, დაისვა შეკითხვები და მინისტრმაც შესაბამისი ინფორმაცია, რისი შესაძებლობაც მას ქონდა კანონის ფარგლებში, მოგვაწოდა.
დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ნამდვილად არ არიდებს თავს სხვა ფორმატებში შეხვედრას, საპარლამენტო ფორმატში შეხვედრას, მათ შორის ოპოზიციის, უმცირესობის წარმომადგენლებთან“,-აღნიშნა დეპუტატმა.
მონიკა დავლიანიძე