უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
- 26.04.2024 15:32მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე
- 26.04.2024 15:1930 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე
არქივი
კომენტარი
შსს გასცდა იმ დასაშვებ ზღვარს, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურას უნდა ახასიათებდეს - კოტე იოსელიანი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კოტე იოსელიანის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დემოკრატიული სახელმწიფოს ძალოვანი უწყების მახასიათებელ დასაშვებ ზღვარს გასცდა.
ამის შესახებ იოსელიანმა ხარაგაულში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას აღნიშნა, სადაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა თავი მოიკლა.
„სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედების სტანდარტი დაუახლოვდა შევარდნაძის პერიოდში არსებულ სტანდარტს, სადაც მოქალაქის პირველი მტერი, სამწუხაროდ, იყო სამართალდამცავი სტრუქუტრის წარმომადგენელი.
შინგან საქმეთა სამინისტრო აშკარად გასცდა იმ დასაშვებ ზღვარს, რომელიც უნდა ახასიათებდეს დემოკრატიული სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურას“,-განმარტა პოლიტიკოსმა.
ხარაგაულში მომხდარი ფაქტის შესწავლა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაიწყო.
გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლეოლობამდე მიყვანას გულისხმობს.
მონიკა დავლიანიძე