უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 ივნისი, 2017 18:10
font-size

შსს-ის „112“-ის დეპარტამენტში პროექტის - „112-ის გმირი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტში პროექტის - „112-ის გმირი“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. 4 მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიენიჭა, 16-ს კი მადლობის სიგელი გადაეცა.

შსს-ს ინფორმაციით, „112“-ის პროექტის რჩეული ბავშვები საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეიმუტის მისიუნასიმ, საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და „112“-ის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა დააჯილდოვეს. ამ ბავშვებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში გონიერება გამოიჩინეს და სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.

„112-ის გმირის“ წოდება მიენიჭათ: ლუკა ცხვედაძეს (თბილისი), გიორგი ასკილაშვილს (რუსთავი), გიორგი გოზალიშვილს (გორი) და მარიამ ჩხაიძეს (თბილისი).

9 წლის ლუკა ცხვედაძემ „112“-ში უმცროსი ძმის - 2 წლის გაბრიელის დასახმარებლად დარეკა. სანამ უფროსები საკუთარი ძალებით შეუძლოდ გამხდარი გაბრიელის დახმარებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ლუკამ მიიღო. ბიჭი არ დაიბნა, 112-ზე დარეკა, ოპერატორს სწრაფად მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. დღეს, ლუკას დამსახურებით, პატარა გაბრიელი თავს კარგად გრძნობს.

9 წლის გიორგი ასკილაშვილმაც 112-ზე ძმის დასახმარებლად დარეკა. მისმა უმცროსმა ძმამ თამაშის დროს თავის ტრავმა მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. გიორგიმ მაშინვე 112-ზე დარეკა, ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

13 წლის გიორგი გოზალიშვილმა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა. მან გორში, ქუჩაში დაკარგულ მოხუც ქალბატონს დახმარება აღმოუჩინა. გიორგიმ „112“-ში დარეკა და ოპერატორს დაკარგული ქალბატონის შესახებ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა. ბიჭმა უცნობი ქალბატონი პოლიციის ეკიპაჟის მისვლამდე არ მიატოვა.

11 წლის მარიამი სახლში მარტო იყო, როცა მაღალი სიცხის გამო ცუდად გახდა.

მან ამის თაობაზე მშობლებს შეატყობინა, პარალელურად კი, სანამ ისინი შინ დაბრუნდებოდნენ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 112-ზეც დარეკა. გოგონამ ოპერატორს თავისი მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაელოდა.

დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, მოზარდებმა „112“-ის მომავლის ოპერატორებთან“ ერთად შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერეს და პირადად შეხვდნენ იმ ოპერატორებს, რომლებიც მათ ყველაზე მძიმე წუთებში დაეხმარნენ.

პროექტი „112-ის გმირი“ 2016 წლიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის 1 ივნისს ჯილდოვდება ყველა ის მოზარდი, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს გადაუდებელ შემთხვევებში.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი