უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 მაისი, 2018 17:45
font-size

შსს-მ თბილისში 1709 სამალავიდან ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს ინტერნეტისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ასაღებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისის ზღვის მიმდებარე პარკში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკულ საშუალებას სამალავებში ათავსებდა.

ს.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 18 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიში“.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან 119 შეკვრა „ჰაშიში“, ხოლო დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას

- 61 შეკვრად დაფასოებული იგივე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ამოღებულ ნარკოტიკებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქე მიმდინარე წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში, არაერთხელ, საქართველოში 5-5 დღით, ვითომდა ტურისტული ვიზიტით ჩამოდიოდა. ს.ზ. ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ტოვებდა, სურათებს უღებდა და შესაბამისი ნუმერაციით აღრიცხავდა. იგი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდა.

გამოძიების ფარგლებში, დაკავებულის კუთვნილი მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა მის მიერ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ სამალავებში რეალიზაციის მიზნით ჩადებული ნარკოტიკული საშუალებების ფოტოები და სხვა სახის ელექტრონული მტკიცებულებები.

საგამოძიებო ექსპერიმენტისა და ს.ზ.-ს ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა საქართველოში ვიზიტების პერიოდში ნარკოტიკული საშუალება 1709 ადგილზე მოათავსა, მათ შორის, თბილისის ზღვის პარკში - 119 ადგილას, ვაკის პარკსა და თბილისის სხვადასხვა უბნებში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

საკვანძო სიტყვები:

თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს

17 თებერვალი, 2026 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა

ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი

17 თებერვალი, 2026 , 14:28

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რა საქმეზე მიმდინარეობს უწყებაში საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილისა და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვ

პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს

17 თებერვალი, 2026 , 11:23

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად გ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა

16 თებერვალი, 2026 , 17:17

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი და პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციისთვის, რატიანს 2025 წლის 9 ოქტომბერს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სხდომ

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო

16 თებერვალი, 2026 , 12:41

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ ხუჭუა ავრცელებს. როგორც ის აცხადებს, საქართველოს

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2026 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს შვიდი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი