პოლიტიკა
შსს-ში განგვიცხადეს, რომ თავიდან დაიწყო დაკითხვა ყველა იმ არასრულწლოვნის, ვინც მონაწილეობდა ხორავას ქუჩის კონფლიქტში - ნინო ლომჯარია
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებით, შსს-მ თავიდან დაიწყო ყველა იმ არასრულწლოვნის დაკითხვა, ვინც მონაწილეობა მიიღო ხორავას ქუჩაზე მომხდარ გარჩევაში, რომლის შედეგად 2 მოზარდი დაიღუპა. ამის შესახებ ლომჯარიამ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ თქვა.
ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ შსს სახალხო დამცველის აპარატს საქმესთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას გადასცემს.
„ძირითადად, ორი მიმართულებით აქვთ გამოძიებაში პროგრესი. ეს ეხება როგორც მოწმეზე ზემოქმედებას, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობას და ახალ გარემოებებზეც საუბრობენ. მათ განგვიცხადეს, რომ თავიდან დაიწყო დაკითხვა ყველა იმ არასრულწლოვნის, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კონფლიქტში. გამოძიებას იმედი აქვს, რომ დამატებით ინფორმაციას მიიღებს. ასევე, რაც ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, ისინი გადმოგვცემენ ყველა იმ ინფორმაციას, რაც არის გამოძიების მასალებში“,- აღნიშნა ლომჯარიამ.
აღნიშნულ შეხვედრას ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ლევან დადუნაშვილის მამა და მისი ადვოკატიც ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


