უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 დეკემბერი, 2017 11:30
font-size

შსს-ში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება - გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უწყებაში კრიმინალური პოლიციის რეფორმა განხორციელდება. ამის შესახებ მან დარგობრივი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

„რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენ წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებები. ამიტომ, ვთვლით, რომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს უფრო ეფექტური და უფრო სწრაფად უნდა რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას. ეს რეფორმა უკვე დიდი ხანია მომწიფდა და ამ რეფორმის ძირითადი მიმართულება იქნება სტრუქტურული მიმართულება“, - აღნიშნა გახარიამ.

გამოსვლისას მან გამოჰყო რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტები. გახარიამ ივარაუდა, რომ რეფორმის დრაფტი თებერვლისთვის იქნება მზად.

„პირველი ეს არის საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. რა თქმა უნდა, ცალკე უნდა იყოს დეტექტივთა დივიზიონი, თუმცა ერთი ქოლგის ქვეშ სინერგიის შენარჩუნება აქაც აუცილებელია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი - ე.წ. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი, რამაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რის საფუძველზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონცეპტუალურად უნდა მოხდეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირება და შემდგომ მისი განვითარება. რეფორმის ძირითად კონცეპტი უკვე არსებობს და იანვრიდან განვიხილავთ საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორც კი იქნება დრაფტი ამ რეფორმის, დაახლოებით თებერვალში, ჩვენ მზად ვიქნებით წარმოვადგინოთ ნებისმიერ ფორმატში, რომელსაც პარლამენტი ისურვებს“, - განაცხადა გახარიამ.

ანა მებურიშვილი

ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით

17 თებერვალი, 2026 , 15:01

ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ. ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისის დროს გახარიას ბრძანებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო

4 ოქტომბერს განვითარებულმა მოვლენებმა, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:42

საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღ

დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას - მიხეილ ყაველაშვილი

17 თებერვალი, 2026 , 13:26

დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტ

ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხს აგებს კანონის წინაშე - კახა კალაძე

17 თებერვალი, 2026 , 11:34

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველა დამნაშავეს მოუწევს, პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიერ სასამართლო სხდომაზე ქვეყნის ხელისუფლე

რეჟიმი გადადის პოლიტიკური დევნის ლეგალიზებულ ფაზაში - ლაშა ფარულავა

16 თებერვალი, 2026 , 17:30

სისტემური არაღიარებისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესება პირდაპირი მზადებაა მორიგი არჩევნების საკუთარი წესებით ჩატარებისა და შედეგების წინასწარ დაზღვევისთვის, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობი

დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს - ირაკლი კობახიძე

16 თებერვალი, 2026 , 16:23

სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი