უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
სამართალი
შსს ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას იწყებს
როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შსს თავს ვალდებულად თვლის, რომ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
მისი თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური მიმართვა არ შესულა, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყოს.
„როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტის მეშვეობით გავრცელებულ ინფორმაციაზე, დიახ, ჩვენ დავინტერესდით ამ ფაქტებით, შევისწავლეთ თითოეული განცხადება, რომელიც ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულმა პირებმა ჩვენ არ მოგვმართეს, ჩვენ დავინახეთ გარკვეული დანაშაულის ნიშნები ინტერნეტ საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებში და ფაქტობრივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას დაიწყებს.
როდესაც მსხვერპლები, მით უმეტეს ქალბატონები, სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ თამამად, როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავს ვალდებულად თვლის, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს და ვნახოთ, გამოძიებით რა დადგინდება.
დავკითხავთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს, ვინც შესაძლოა, ინფორმაციას ფლობდეს და შემდგომ უკვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ნათია მეზვრიშვილმა სექსულური შევიწროების შესაძლო მსხვერპლ პირებს მიმართა და მოუწოდა, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
„მოვისმინე, რომ მსხვერპლები ანონიმურად დარჩენას ამჯობინებენ, თუმცა შესაძლო დანაშაულის მსხვერპლებს, იმისთვის რომ მაგალითი მისცენ სხვა ადამიანებს, მოვუწოდებ ითანამშრომლონ გამოძიებასთან, გამოძიების მხრიდან მათი დაბარების შემთხვევაში“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისათვის, ქალთა მოძრაობის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მან კანდიდატურა მოხსნა.
საკვანძო სიტყვები:
თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
17 თებერვალი, 2026 , 14:35
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
17 თებერვალი, 2026 , 14:28
პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს
17 თებერვალი, 2026 , 11:23
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა
16 თებერვალი, 2026 , 17:17
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო
16 თებერვალი, 2026 , 12:41
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2026 , 11:00



