უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2017 13:00
font-size

სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია - ვასილ მაღლაფერიძე ზვიად რატიანზე გასულ სიუჟეტზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღალფერიძე გამოეხმაურა საზოგადოების რეაქციას არხზე პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე გასული სიუჟეტის გამო.

მაღლაფერიძის განმარტებით, ის სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე.

„ცხადია, არცერთ ადამიანს ეს აჟიოტაჟი არ მოეწონებოდა. სრულად ვიღებ იმ პასუხისმგებლობას, შიგნით რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს არის ჩემი სრული პასუხისმგებლობა.

მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ბორდის წინაშე. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ სიუჟეტის მიმართ – ეს არ არის დადებითი, მაგრამ ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ სიამოვნებით შევუშვერ თავს იმ პირველ ქვას, რომელსაც აიღებს და მესვრის ტელევიზია. პირველი არხი მოქმედებდა იმ სტანდარტით, რომელიც არის დადგენილი. უნდა გითხრათ, რომ ის, რაზეც არის ამბავი ატეხილი, შემიძლია წარმოგიდგინოთ. ეს გაუშვა აბსოლუტურად ყველა არხმა, რომელსაც ახლა ვაძლევ ინტერვიუს. პირველი არხი, იმ ცნობილ გამონათქვამებს არ გავიმეორებ, ადებდა სიგნალს და აქ არიან არხები, რომლებიც ამას უშვებდნენ სიგნალის გარეშე, მათ შორის ჩვენზე ადრე. ჩვენ ჯერ დაბალი ყურებადობა გვაქვს და ისე წარმოჩინდა, რომ ეს პირველმა არხმა გაავრცელა და დაატირაჟირა“, -თქვა მაღლაფერიძემ არხის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

საზმაუს გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სიუჟეტის გაშვების დღეს ის სამსახურში არ იმყოფებოდა პირადი პრობლემების გამო.

27 დეკემბერს ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც შსს-მ პოლიციელების მიერ ჩაწერილი აუდიომტკიცებულება წარადგინა, სადაც ისმოდა, როგორ აგინებს პოეტი სამართალდამცველებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო შსს-სგან ოფიციალურად გამოითხოვა და გაავრცელა. ვიდეო დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს დაკავების პროცესს, არც იმას, თუ რამ გააღიზიანა ზვიად რატიანი.

ვიდეოს გასაჯაროებამ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია საზოგადოების ნაწილში და განხილვის თემა გახდა სოციალურ ქსელებში. მწერლებისა და ცნობილი ადამიანების ნაწილმა ამის გამო საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადა.

ზვიად რატიანი 24 დეკემბრის ღამეს, საპოლიციო შემოწმების დროს დააკავეს. მას ედავებიან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში, ხოლო თავად პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ამ ინციდენტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

ანა მებურიშვილი

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი