უკან

მსოფლიო

27 მარტი, 2018 12:10
font-size

„სიმართლე თქვით!“ - კემეროვოში მიტინგი მიმდინარეობს

კემეროვოს ცენტრში მასობრივი აქცია მიმდინარეობს, რომელიც ეხება კვირას სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ გაჩენილ ხანძარს, რომლის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა.

შეკრებილები მოითხოვენ მთავრობისგან, სიმართლე თქვას მომხდარ ტრაგედიაზე. ბევრს არ სჯერა, რომ გასაჯაროებული მსხვერპლთა რიცხვი სიმართლეს შეესაბამებოდეს. მომიტინგეების ნაწილი ფიქრობს, რომ ცეცხლის გაჩენისას სავაჭრო ცენტრში ცოტა მეხანძრე-მაშველი გააგზავნეს, რის გამოც ვერ მოხერხდა ხალხის გადარჩენა. გარდა ამისა, ხალხი მოითხოვს კემეროვოს ოლქის გუბერნატორის ამან ტულეევის გადადგომას.

დროდადრო აქციის მონაწილეები სკანდირებენ „სიმართლე თქვით!“ და „გადადგეს!“.

ინტერფაქსის ცნობით, თავდაპირველად ქალაქის მოედანზე 300 ადამიანი შეიკრიბა, თუმცა ხალხის რაოდენობა თანდათან იზრდება. შეკრებილთა ნაწილმა ბავშვების ფოტოებიც მოიტანა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ОМОН-ის ძალოსნები, ასევე სასწრაფოს 5 მანქანა.

გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას ყვავილები და სათამაშოები მოაქვს ტრაგედიის ადგილას.

კემეროვოს ოლქში 25 მარტს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „ზამთრის ალუბალში“ გაჩენილი ხანძრის გამო სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ოლქის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, 27, 28 და 29 მარტს კემეროვოს ოლქის მთელ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ხანძარი შენობაში კვირას გაჩნდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ცეცხლი გაჩნდა სავაჭრო-გასართობი ცენტრის მეოთხე სართულზე, სადაც იყო განთავსებული კინოთეატრი და საბავშვო სათამაშო მოედნები.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დაკავებულია 5 პირი, მათ შორის იმ შენობის მოიჯარე, რომელშიც ხანძრის კერა გაჩნდა, ასევე დაცვის წევრი, რომელმაც, სავარაუდოდ, გამორთო სახანძრო სიგნალიზაცია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ასახელებენ ელექტროსადენის გაუმართაობას. არსებობს ვერსია, რომ ხანძარი მოზარდების გამო გაჩნდა.

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი