უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 აპრილი, 2018 11:45
font-size

,,სითი ინსტიტუტმა“ საბოლოო დოკუმენტაცია 1 ივნისს უნდა წარადგინოს

მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დედაქალაქის მერია კომპანიასთან ერთად მუშაობაში ჩაერთვება და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხარისხიანი გენერალური გეგმის დადებაში.

“მერიაში ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან ინტენსიურად ვმუშაობთ გენერალური გეგმის ჯგუფთან, დოკუმენტის სრულყოფის მიზნით. შეფასების და ანალიზის პროცესში ჩვენ ჩავრთეთ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. შედეგად, წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომელთა განხილვა მოხდა საჯაროდ. შესაბამისად, დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება.

“სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ 5 ეტაპში-მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული - ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მთავარია, რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის, თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული, რაც უნდა ყოფილიყო მე-6 ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკას და განხილვას. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშოების ჩაბარებისთვის აუცილებელი პირობები დამუშავებულია და შეჯერებული.

იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა თბილისისთვის არის უმნიშვნელოვანესი, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ თავისი ვალდებულებების შესრულება.

ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, საბოლოო დოკუმენტაცია 1 ივნისს უნდა იყოს წარმოდგენილი.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი