უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ოქტომბერი, 2017 14:25
font-size

სკოლა თვალს ვერ დახუჭავს და ბუნებრივია ექნება რეაგირება - 67-ე სკოლის დირექტორი

67-ე სკოლის დირექტორის, მარიამ თაქთაქიშვილის შეფასებით, სკოლასთან დღეს განვითარებული მოვლენები მართული პროცესია.

როგორც დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, სკოლის ქიმიის მასწავლებელთან დაკავშირებით დირექციაში განცხადება შევიდა, რომელიც დისციპლინარულ კომიტეტს შესწავლისთვის გადაეცა.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოვიდა განცხადება, რომელიც გადაეცა დისციპლინარულ კომიტეტს. დისციპლინარული კომიტეტი თავის დასკვნას დადებს და თუ ფაქტი დადასტურდა, ბუნებრივია სკოლა ამასთან დაკავშირებით თვალს ვერ დახუჭავს და ექნება რეაგირება. დღევანდელი პროცესი, რამდენიმე მოსწავლის გარეთ გამოსვლა, არის აბსოლუტურად მართული პროცესი“,-აღნიშნა 67-ე სკოლის დირექტორმა.

ამჟამად სკოლაში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მუშაობს, რომელიც საკუთარ დასკვნას უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებს.

67-ე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა დღეს პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე არ შევიდნენ. ამის მიზეზი, მათი თქმით, გახდა ქიმიის მასწავლებელსა და დირექტორს შორის არსებული დაპირისპირება, რომლის შედეგად, დირექტორი გეგმავს ქიმიის მასწავლებელი სამსახურიდან გაათავისუფლოს.

თუმცა, ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ დირექტორსა და ქიმიის მასწავლებელს შორის დაპირისპირება არ არსებობს, არამედ, მასწვალებელი „სცემს ბავშვებს. ბოლო ფაქტი დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა. მერვე კლასის მოსწავლე არის ნაცემი, რომელსაც მკლავზე დალურჯებები აღენიშნება. ის ექიმმაც შეამოწმა და საჩივრის წერილს ექიმის სამედიცინო ბარათიც ახლავს“.

ამავე მშობლის მტკიცებით, ქიმიის მასწავლებელმა აზერბაიჯანელი მოსწავლის მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული ქმედება ჩაიდინა.

„ამ გოგონას დოდო კეზუამ „თათარი“ უწოდა, ასევე უთხრა „აზერბაიჯანულ ქორწილში არ ვყოფილვარ, უნდა გაგათხოვოო“. მოგვიანებით ამავე პედაგოგმა ამ ბავშვს ძვირადღირებული ჩანთა დაუხია, რასაც მშობლის პროტესტი მოყვა. მშობელი აცხადებდა, რომ თუ რეაგირება არ მოყვებოდა მის საჩივარს, რომელიც სკოლის დირექტორის სახელზე დაიწერა, მაშინ წავიდოდა და აზერბაიჯანის საელჩოში იჩივლებდა“.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი