არქივი
საზოგადოება
სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები - მიხეილ ჩხენკელი
სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მინისტრის ინფორმაციით, პროცესში პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები ჩაერთვებიან.
„უკვე დავიწყეთ შეხვედრები, მქონდა შეხვედრა ფსიქოლოგების ჯგუფთან, ცნობილ ფსიქოლოგებთან, რომლებიც ბავშვთა ფსიქოლოგიით არიან დაკავებულები, აქვთ კვლევები და სამუშაო გამოცდილება. ძალიან საინტერესო გეგმები დავსახეთ. როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების და მათი მშობლების ინფორმირების კუთხით. სკოლებში იქნებიან პროფესიონალი ფსიქოლოგები. იმისთვის, რომ ჩვენ ყველა სკოლა მოვიცვათ, პროფესიონალებთან ერთად ჩართულნი იქნებიან ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები.
ვსაუბრობ საუკეთესო მაგისტრანტებზე და დოქტორანტებზე. ისინი ჩაერთვებიან ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა ჩხენკელმა.
ნინო ექვთიმიშვილი