უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 ივლისი, 2018 12:55
font-size

სპეციალისტი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს იძლევა.

როგორც ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ზაფხულში მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, გარკვეული რისკები არსებობს.

მისივე თქმით, შუადღის საათებში, მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით მაღალია, ადამიანებმა ფიზიკური აქტივობებისგან თავი უნდა შეიკავონ და შეეცადონ, გრილ, ჩრდილიან ადგილას გაჩერდნენ.

„მზის ენერგიის არასწორი მოხმარების შემთხვევებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სითბური დაკვრა, ან მზის დაკვრა, ასევე მზისმიერი დამწვრობა. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიყოთ ძალიან გონიერები, როდესაც ზაფხულში ვცდილობთ ან დასვენების დაგეგმვას, ან ჩვენს ჩვეულებრივ საქმიანობას. ძალიან მაღალ ტემპერატურაზე, შესაძლოა, შრომის ნაყოფიერებაც დაქვეითებული გვქონდეს,“- განაცხადა ზახაშვილმა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია წყლის მიღების რეჟიმის დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტემპერატურა მაღალია, სასმელი წყალი საჭირო რაოდენობით უნდა მიიღოს.

„აქ არის საუბარი სასმელ წყალზე და არა მინერალიზებულ, გაზიან, კოფეინიან, ალკოჰოლიან სასმელებზე, რომლებმაც, შეიძლება, ადამიანის თვითშეგრძნება მაღალ ტემპერატურასთან ერთად, რამდენადმე დაამძიმოს ან არაკომფორტული გახადოს“- განაცხადა ზახაშვილმა.

განსაკუთრებულ ყურადღების გამოჩენას ურჩევს ის მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს.

„ბავშვები ხშირად ვერ აკონტროლებენ, როგორ და სად უნდა იყვნენ ასეთ პერიოდში.

მაღალი ტემპერატურების პერიოდში და შუადღისას, ერიდეთ ბავშვების გარეთ ფიზიკურ აქტივობას, ეცადეთ, რომ ჩრდილიან ადგილას იყვნენ. გასეირნება რეკომენდებულია დილა- საღამოს. ეცადეთ, ბავშვები შემოსილი გყავდეთ ღია ფერის, თხელი, ფართო ტანსაცმლით, რათა მოარიდოთ მწერებისგან დაკბენას. დიდ ქალაქებში არსებობს გარკვეული რისკი ლეიშმანიოზით პატარა ბავშვების ინფიცირებისა. სახლის კარი, ფანჯრები, ვეცადოთ, რომ იყოს ბადით დაფარული, რაც შეაკავებს კოღოებს, ბუზებსა და სხვა მწერებს“, – განაცხადა ზახაშვილმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი