უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 აპრილი, 2018 15:40
font-size

სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის: სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლისზე გაიმართება

"სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის"- დევიზით, 14 აპრილს საქართველო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და ლისის ტბის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სპორტული ღონისძიებები 10:00 საათიდან, საფეხბურთო ტურნირით დაიწყება, 11:00 საათზე დაგეგმილია მძლეოსნური გარბენი, 12:00 საათიდან კი მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 20-ზე მეტ სპორტულ აქტივობაში.

ლისის ტბაზე გაიმართება: სპორტული ავტომობილების გამოფენა, მეკლდეურობა, კალათბურთი, ნარდი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა, საბრძოლო ხელოვნება, მჯდომარე ფრენბურთი(პარა ფრენბურთი), სროლა, აფროსნობა, სკეიტერების საჩვენებელი გამოსვლა, ბატუტი, მძლეოსნური გარბენი(სტარტი, ფინიში), კანოე პოლო, მშვილდოსნობა, პეტანკა, საავიაციო სპორტი, ფეხბურთი, ბავშვთა რაგბი, ფრისბი, მხიარული სტარტები. პატარებისთვის მოწვეული არიან სამხატვრო ისნტრუქტორები. დასწრება თავისუფალია. ღონისძიება მიეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.

სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2013 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. იმავე წელს, მონაკოში გამართულ სპორტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე საქართველომ გააჟღერა საკუთარი გადაწყვეტილება, შეუერთდეს ამ დღის აღნიშვნას. 2018 წლიდან კი საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს უერთდება. წელს პირველად, 23-30 სექტემბერს თბილისსა და რეგიონებში სლოგანით „BEACTIVE“ 100-ზე მეტი მასობრივი სპორტული ღონისძიება გაიართება, , რომელშიც სხვადასხვა ასაკის 10 000-ზე მეტი ადამიანის ჩართვა იგეგმება. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 3 წელია იმართება. საქართველო ერთ-ერთი პირველია არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ამ მასშტაბურ მასობრივ სპორტულ აქტივობას უერთდება.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი