უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2017 14:05
font-size

სპორტის უნივერსიტეტში სასწავლო წელი დაიწყო

საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან, დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში მიღება გაიმართა.

სპორტისა და ახალგზარდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მიესალმნენ.

2017-2018 წლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო ჯამში ხუთასამდე სტუდენტი მიიღებს განათლებას, მათ შორის 160 პირველკურსელია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ საზეიმო მიღებისას განაცხადა: „მოგესალმებით ძვირფასო სტუდენტებო, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო! გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, პირველკურსელებს კი გილოცავთ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლის კარის შეღებას! ეს უნივერსიტეტი სამართლიანად ამაყობს სახელოვანი ისტორიით: სასწავლებელი არაერთმა საქვეყნოდ ცნობილმა სპორტსმენმა დაამთავრა, მათ შორის სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვიქტორ სანეევმა და ორგზის ოლიმპიურმა ოქროსმედალოსანმა ლევან თედიაშვილმა, ოლიმპიური თამაშების ოცამდე გამარჯვებულმა... ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მინდა თქვენც წარმატებები და საუკეთესო წლების გატარება გისურვოთ! სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყველაფერს აკეთებს უნივერსიტეტის წინსვლისთვის, თუმცა აქაურობის წარმატების საუკეთესო საზომი მაინც განათლებული და წარმატებული სტუდენტები არიან. გისურვებთ თქვენი ცოდნით შორს გაგეტანოთ ჩვენი ქვეყნის სახელი და გესახელებინოთ თქვენი სასწავლებელი“!

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გურამ ძაგანიამ აღნიშნა, რომ გაისად, როცა სასწავლებლის 80 წლის იუბილე აღინიშნება, დიდი მიღება მოეწყობა, სადაც სასწავლებლის ისტორია შეჯამდება. ითქვა ისიც, რომ სასწავლებლის მესვეურები უცხოეთის სპორტული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლების მოწვევასაც აპირებენ.

საზეიმო მიღების დასასრულს შალვა გოგოლაძემ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს უმაღლესი წოდებით, სპორტის რაინდის ტიტულითა და მედლით დააჯილდოვა უნივერსიტეტის უხუცესი კურსდამთავრებული, ამავე სასწავლებლის მასწავლებელი განვლილი 70 წლის განმავლობაში, 93 წლის ოთარ ვახანია.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი