უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 დეკემბერი, 2018 14:20
font-size

სრულიად უტიფარ განცხადებას ვისმენთ - ოთარ კახიძე ეკა ბესელიას პასუხობს

,,ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.

ოთარ კახიძის თქმით, ეკა ბესელია გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ ვერც სერგი კაპანაძე და ვერც „ევროპული საქართველოს“ სხვა წევრები კომიტეტის სხდომას ვერ დაესწრებოდნენ.

კახიძე ამბობს, რომ ეკა ბესელიას განცხადება, თითქოს ხორავას ქუჩის საქმეზე შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა ევროპული საქართველოს წევრების კომიტეტზე არმისვლის გამო ჩაიშალა, უტიფრობაა.

„სრულიად უტიფარ განცხადებას ვისმენთ მისი მხრიდან. მაშინ, როდესაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ოფიციალურად იყო გაფრთხილებული ჩვენი მხრიდან, რომ ამ საკითხის მომხსენებელი სერგი კაპანაძე საქართველოში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ბუნებრივია ამ დროს ხდება საკითხის გადადება. ახლა რაღაც განცხადებას აკეთებს თითქოს, ახლა გული ეწვით როგორმე სასწრაფოდ განიხილონ ეს საქმე, როდესაც წელიწადზე მეტია გასული და ნაბიჯი არ გადაუდგამს ხელისუფლებას ამ საკითხის მოსაგვარებლად,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი სერგი კაპანაძე, საქართველოში რომ ყოფილიყო, "ევროპული საქართველო" კომიტეტის სხდომას მაინც ვერ დაესწრებოდა, ვინაიდან დღეს ნიკა რურუას დაკრძალვაა.

საკვანძო სიტყვები:

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, ისაუბროს იმაზე, რა მოუწყო საკუთარ ხალხს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ქვეყანასაც მივხედავთ და მშვიდობას დავიცავთ - კახა კალაძე

25 სექტემბერი, 2025 , 15:23

ზელენსკიმ თავის ქვეყანას მიხედოს, საქართველოს ყველამ თავი დაანებოს, ჩვენ ქვეყანასაც მივხედავთ, მშვიდობასაც დავიცავთ და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასაც მოვახდენთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხ

`ღარიბაშვილთან ვძმაკაცობ... მას დაჭერის არ ეშინია` - ნოშიკო ნამორაძე

25 სექტემბერი, 2025 , 12:58

„ვრ ჰოლდინგის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის განცხადებით, ის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მეგობრობს და დარწმუნებულია, რომ მას დაჭერის არ ეშინია, ვინაიდან „ამი

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ, საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას - მიხეილ სააკაშვილი

23 სექტემბერი, 2025 , 17:11

ვინც ამბობს, დილას არჩევნებზე მივიდეთ და საღამოს აქციაზეო, სინამდვილეში, აპირებს დილით რუსული სპეცოპერაციის ლეგალიზაციას და საღამოს აქციის დაშლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცი

ელისაშვილს წამოსცდა, იქნებ, გავიღვიძოთ და კუპრაძე მერი იყოსო, შეუძლიათ, კუპრაძე სიზმარში ნახონ მერად და რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ არჩეული - გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი, 2025 , 16:33

არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო აგონიაში არიან რევოლუციონერი „ნაცებიც“ და არჩევნებში მონაწილე „ნაცებიც“. ერთმანეთზე უარეს განცხადებებს აკეთებენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის&ldq

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - კახა კალაძე

23 სექტემბერი, 2025 , 14:07

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას! - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებას 4