უკან
მსოფლიო
8 აპრილი, 2017 13:15
სტოკჰოლმის თავდასხმის გამო 2 პირი დააკავეს, აქედან ერთ-ერთი უზბეკეთიდანაა
შვედეთის პოლიციამ სტოკჰოლმში მომხმდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავა. შვედური ტაბლოიდის, Aftonbladet-ის განცხადებით, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავეს, 39 წლის კაცია უზბეკეთიდან, რომელიც „სიმპათიითაა განწყობილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ“.
რაც შეეხება მეორე დაკავებულს, პოლიციამ მისი მთავარ ეჭვმიტანილთან კავშირი დაადგინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შვედეთის დროით 2 საათზე სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეთა ხალხმრავალ ქუჩაზე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში შევარდა. ინციდენტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის სტეფან ლოვენის განცხადებით, „ყველა ფაქტი ტერორისტულ თავდასხმაზე მიანიშნებს“.
ანა მებურიშვილი