უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლო განიხილავს სარჩელს – „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ - გია ჟორჟოლიანი
„რუსთავი – 2“- ის ირგვლივ წამოწყებული დავა არის ამ ტელეკომპანიის მესაკუთრეებს შორის წამოწყებული დავა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განცხადა.
ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ ეტაპზე განიხილავს სარჩელს – „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ. ჟორჟოლიანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ არ ჩაერიონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წამოწყებულ კამპანიაში.
„საქართველოში მიმდინარეობს მეორე დიდი საქმე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს წინააღმდეგ. მე მოსახლეობას მოვუწოდებ, რომ არ ჩაერთონ იმ კამპანიაში, რომელსაც ეს მოძრაობა აწარმოებს ქვეყნის წინააღმდეგ. მე ვგულისხმობ ამ საქმის პოლიტიკურ ნაწილს, სასამართლოს გადაწყვეტილებები ჩემი საქმე არ არის. „რუსთავი-2“-ის პოლიტიკა აგებული იყო მანიპულირებაზე. მე ვთვლი, რომ დავა მიმდინარეობს მესაკუთრეებს შორის. რაც შეეხება სიტყვის თავისუფლების დაცვას, მე ვთვლი, რომ მომხმარებელი და მაყურებელი ხშირად ხდება დასაცავი იმ მანიპულირებისგან, რასაც ეს ტელეკომპანია აწარმოებს“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.