მსოფლიო


სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია
საფრანგეთის პოლიციამ სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, 29 წლის შერიფ შეკატი მოკლეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, კრისტოფ კასტანერის ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა სტრასბურგის ნოდორფის უბანში შენიშნა მამაკაცი, რომელიც შეესაბამებოდა შეკატის აღწერილობას. როცა პოლიციელები მის დაკავებას აპირებდნენ, შეკატმა სროლა დაიწყო. პოლიციელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და შეკატი მოკლეს.
შეკატს ასობით ფრანგი პოლიციელი და სამხედრო ეძებდა. სტრასბურგში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე ასევე დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორისაა შეკატის მშობლები და მისი ორი ძმა.
ცნობისთვის, თავდასხმა სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე 11 დეკემბერს მოხდა. თავდასხმელი დანითა და ავტომატით იყო შეიარაღებული. სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
პროკურატურის განცხადებით, სროლისას შეკატი ყვიროდა „დიდება ალაჰს“. თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასდა.
საკვანძო სიტყვები:

ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, გარდაიცვალა
11 სექტემბერი, 2025 , 09:58

პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს, უპილოტო საფრენი აპარატები ქვეყანაში დასავლეთ უკრაინის მხრიდან შეიჭრნენ
10 სექტემბერი, 2025 , 08:48

როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ - დონალდ ტრამპი
5 სექტემბერი, 2025 , 18:11

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით - დონალდ ტრამპი
3 სექტემბერი, 2025 , 10:00
ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი `ზემო ლარსი` გადაკვეთა - „ეფ-ეს-ბე“
18 აგვისტო, 2025 , 18:27

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავიდა
18 აგვისტო, 2025 , 09:38