უკან

საზოგადოება

14 დეკემბერი, 2017 14:46
font-size

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამოქალაქო სექტორთან საქმიანობა შეაჯამა

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული “სამოქალაქო დარბაზის“ მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებზე.

“მიმდინარე წელი არის მნიშვნელოვანი გამოწვევების წელი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და, განსაკუთრებით, მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განხორციელებული საქმიანობა სამოქალაქო სექტორთან ერთად შეაჯამა. ჩვენ სამუშაო ფორმატში განვიხილავთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ეფექტიანად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა,“ - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სხდომას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეები, საზოგადოებრივი სექტორის, სამეცნიერო წრეების, დარგობრივი ასოციაციების და მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „სამოქალაქო დარბაზის“ წევრების მიერ დასმული საკითხები სამუშაო ფორმატში განიხილეს თემატურმა ჯგუფებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, სურსათის უვნებლობის სტანდარტების და სახელმწიფო კონტროლის, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ვაქცინაციის და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხებზე და ახალ რეგულაციებზე.

„სამოქალაქო დარბაზის“ სხდომა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული საკონსულტაციო ორგანო - „სამოქალაქო დარბაზი“ 2013 წელს შეიქმნა და მასში ექსპერტები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი