უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ივლისი, 2018 12:30
font-size

სვანეთში, სტიქიის ზონაში 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად განათავსებენ დროებით ხიდებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, სტიქიის ზონაში 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად დროებით ხიდებს განათავსებენ, რათა მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა.

„მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ ჭუბერში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პირველივე წუთებიდან ჩართულია სამუშაოებში.

ამ დროისთვის, თითქმის დასრულებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს კალაპოტის გამაგრება, ათეულობით მძიმე ტექნიკა მუშაობს მდინარე ნენსკრაზე, რათა მდინარე ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტის რეგიონული ოფისების და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის სპეციალისტები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევენ გაწმენდით სამუშაოებს.

მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა გაწმენდით სამუშაოებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, სტიქიის ზონაში დილიდან, 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად განათავსებენ დროებით ხიდებს, რათა მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა“, -წერია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის - უხვი ნალექის გამო გუშინ მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება. დატბორილია მიმდებარე ტერიტორია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და რამდენიმე სახლი წაიღო.

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

8 სექტემბერი, 2025 , 12:58

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა. პროექტის ჯამური ღი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა

3 სექტემბერი, 2025 , 15:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია - სტიქიის ზონაში გადაადგილება შეზღუდულია, პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა, - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალი