უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ნოემბერი, 2019 14:20
font-size

თაღლითობაში და ქურდობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თაღლითობაში და ქურდობაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თაღლითობისთვის, ქურდობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცებისთვის და მოტყუებით, ქონების დაზიანებისთვის ბრალდებული ლ.მ. დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლ.მ.-მ „ჰონდა ფიტის“ მარკის ავტომანქანა იქირავა დ.მ.-სგან. ზეპირი შეთანხმების თანახმად, ლ.მ.-ს მისთვის დღეში 40 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა 2 კვირის საფასურის გადახდის შემდეგ მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება შეუძლებელი გახდა.

2018 წლის 13 დეკემბერს, ლ.მ. შეჩერებული იქნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ და ამოღებულ იქნა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა.

ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 23-24 ოქტომბერს, ლ.მ. ქ.თბილისში, გლდანის მე-2 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე რ.ც.-ს კუთვნილი „დაევო მატიზის“ მარკის ავტომანქანიდან, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა რ.ც.-ს პირად დოკუმენტაციასა და ნივთებს, ხოლო 2018 წლის 14 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ.თბილისი, სულხან ცინცაძის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ.ც.-ს საზღვარგარეთის პასპორტისა და მართვის მოწმობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, იქირავა გ.მ.-ს კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის’’ მარკის ავტომანქანა, შემდეგ კი პატრონს აღარ დაუბრუნა, რითაც დაზარალებულს დიდი ოდენობით, 11 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. აღნიშნული ავტომანქანა სამართალდამცველების მიერ იქნა ამოღებული.

სამართალდამცველებმა ლ.მ. 2019 წლის 24 იანვარს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით (პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცება, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით და არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ ყველა წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

17 თებერვალი, 2026 , 14:15

ერთი ქართველი სპორტსმენი და ერთი კრეატორი - ეს საქართველოს ბანკის ახალი YouTube პროექტია. პროექტი “ფორმაში” მაყურებლებს ერთი სუნთქვით სანახავ ეპიზოდებს ჰპირდება, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სპ

18 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი

17 თებერვალი, 2026 , 13:51

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგ

საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო

17 თებერვალი, 2026 , 13:21

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტი განაგრძობს დედაქალაქში საზოგადოებრივი კვების ობიექტების აქტიურ შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება

კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა

16 თებერვალი, 2026 , 17:35

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთში, საპატრიარქოს კერძო სკოლაში არასრულწლოვანმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით,  მოსწავლე ბულინგის მსვერპლია, რის გამოც მან თვითმკვ

თუ პროგრამირება გაინტერესებს, დარეგისტრირდი Code IT-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16 თებერვალი, 2026 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენ

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13 თებერვალი, 2026 , 14:03

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს და მორიგ შეთავაზებას უკეთებს.  ამჯერად, საკრედიტო AmEx ბარათის მფლობელები extra.ge-ზე და extra market-ზე შოპინგისას, დახარჯული თანხის 20% -ს MR ქულების სახით მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი